Medisepte

GLUTATHIONE + VIT C

აღწერა

ლიოფილიზებული ანტიოქსიდანტური კოქტეილი, სტერილური ფხვნილი.
აღადგენს კანის ბუნებრივ ანტიოქსიდანტურ ქსელს: გლუტათიონი ინარჩუნებს ვიტამინ C-ს სტაბილურ ფორმაში და აძლიერებს მის თვისებებს ურთიერთრეგენერაციის (mutual regeneration) მექანიზმით.
გლუტათიონი (GSH), ტრიპეპტიდი - უჯრედული პროცესების რეგულაცია; დეტოქსიკაცია და თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაცია; ანტიმელანოგენური მოქმედება (პიგმენტაციის შემცირება, კანის ტონის გაუმჯობესება)
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)    - კოლაგენისა და კარნიტინის სინთეზი; დერმის ფიბრობლასტების სტიმულაცია. ულტრაიისფერი გამოსხივება ამცირებს კანში ვიტამინ C-ის მარაგს, ამიტომ საჭიროა ექსოგენური შევსება

. ჩვენებები
•    ფოტოდაბერება
•    ბზინვარებას მოკლებული, მკრთალი კანი
•    მელაზმა (ქლოაზმა)
•    მზისმიერი ლენტიგო (ასაკობრივი ლაქები) და პოსტინფლამატორული ჰიპერპიგმენტაცია

გახსნის წესი: განზავება 2 მლ დეიონიზებულ ან სტერილურ წყალში
გამოყენების მეთოდი - მეზო-პენი (Meso Pen) და/ან TDS (ტრანსდერმული მიწოდების სისტემა)

მოსალოდნელი შედეგები 
•    კანის დაბერების ნიშნების გაუმჯობესება
•    თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაცია და კანის დაცვა
•    პიგმენტური ლაქების შემცირება
•    სიკაშკაშე და ტონის გათანაბრება
•    ელასტიურობა
 უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები
•    ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
•    ანთებითი, ინფექციური ან დაზიანებული კანი პროცედურის ზონაში.
•    ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგია კომპონენტებზე.
•    ასეპტიკისა და ანტისეპტიკის სტანდარტების დაცვა სავალდებულოა.
•    პროცედურამდე საჭიროა პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.
კურსი და სიხშირე
ინდივიდუალური სესიების რაოდენობა და ინტერვალი განისაზღვრება ექიმის მიერ, კლინიკური ჩვენებისა და კანის მდგომარეობის მიხედვით
მწარმოებლის მიხედვით კი სქემა ასეთია:  მინიმუმ 3–4 სესია, 14 დღის ინტერვალით
შენახვა: გახსნილი ხსნარი ინახება მაცივარში მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.

მსგავსი პროდუქტები

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო