მთავარი ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
სკინოთეკას დამფუძნებლები
Skinothéque / სკინოთეკა 2024 წლის იანვარში დაიბადა ორი უახლოესი მეგობრის მიერ, როგორც ინოვაციების და ხარისხის სიმბოლო ესთეტიკისა და სილამაზის სამყაროში.
ჩვენთვის, სკინოთეკა არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ისტორია, თუ როგორ გავაერთიანეთ ჩვენი სამუშაო და ცხოვრებისეული გამოცდილებები, ჩვენი გატაცება სილამაზისა და ესთეტიკის სფეროსადმი და შევქმენით კომპანია, რომლის მეშვეობითაც შევთავაზებთ ქართულ ბაზარს ესთეტიკური მედიცინის საუკეთესო და ინოვაციური თავის მოვლის პროდუქციას ევროპიდან
უდიდესი დრო და ძალისხმევა დავხარჯეთ სახელის შერჩევაზე და მივედით სახელწოდება Skinothéque-სთან, რაც აერთიანებს „კანს“ ბიბლიოთეკის ან “საცავის” კონცეფციასთან, როგორც სიმბოლოს ჩვენს გადაწყვეტილებისა შეგირჩიოთ თქვენი კანისთვის მხოლოდ საუკეთესო პროდუქცია, პროცედურები თუ სხვა სერვისების ფართო ასორტიმენტი.
თვეების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილით და დაკვირვებით ვირჩევდით თითოეულ პროდუქტს, იმაში დასარწმუნებლად, რომ ის აკმაყოფილებს ჩვენს მკაცრ სტანდარტებს ხარისხის კუთხით და იძლევა განსაკუთრებულ შედეგებს, რაც ჩვენივე თავზე გამოვცადეთ სრული სანდოობისთვის.
Skinothéque-ში ყოველი პროდუქტის უკან, რომელიც თქვენთვის ჩამოგვაქვს, დგას უდიდესი შრომა, მრავალწლიანი კვლევა და ინოვაციური მიდგომები, რადგან თქვენი კმაყოფილება არის იმ ყველაფრის საფუძველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
სკინოთეკაში ყველა პროდუქტი ჩვენი დაპირების დასტურია.
#GlowWithUs #YourSkinsWishlist #Skinotheque #სკინოთეკა #იკაშკაშეჩვენთანერთად #შენიკანისსურვილები
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში