მთავარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მომხმარებელი, რომელიც Skinothéque.com-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Skinothéque.com-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Skinothéque.com-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Skinothéque.com-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
თანხმობა
Skinothéque.com-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, Skinothéque.com-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია Skinothéque.com-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
Skinothéque.com-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
Skinothéque.com-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
Skinothéque.com-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
Skinothéque.com-ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
Skinothéque.com-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
კანონიერი ინტერესების დაცვა;
Skinothéque.com-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს Skinothéque.com-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Skinothéque.com-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია Skinothéque.com-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
SKINOTHÉQUE.COM-ის ვებგვერდის გამოყენების პირობები
მომხმარებლის მიერ Skinothéque.com-ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას Skinothéque.com-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.
მომხმარებელი ვალდებულია Skinothéque.com-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს
პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით Skinothéque.com-ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
Skinothéque.com უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
მონაცემების მიღება
Skinothéque.com ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.
პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. Skinothéque.com-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. Skinothéque.com იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში