მთავარი დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნების პირობები

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

Skinotheque.com გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

  • პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;
  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

 რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 48 საათში დააფიქსიროთ მოთხოვნა, დრო მოიცავს არასამუშაო დღეებსაც.

პროდუქტის დაბრუნების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით (email, whatsapp), დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე ან დაგვიკავშირდეთ სოციალური მედიის გვერდებიდან.

თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი.

ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 48 სამუშაო საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ, დაბრუნებული პროდუქტის საგულდაგულოდ დათვალიერებისა და დაბრუნების მიზეზის გარკვევის შემდეგ.

დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას კომპანია აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას.

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო