მთავარი წესები და პირობები
წესები და პირობები
Skinotheque.com წარმოადგენს შპს „სკინოთეკა“-ს ვებგვერდსა და ონლაინ მაღაზიას. კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები:
შპს „სკინოთეკა“, ს/კ 405682462
მის: #71 ვაჟა ფშაველას გამზ. ბიზნეს ცენტრი "რეგუსი".
Email: info@skinotheque.com
Skinotheque.com ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და შპს “სკინოთეკას” შორის.
მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს ეთანხმება და აღიარებს წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, და ავტომატურად თანხმდება გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით მითიტებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მოგეწოდებათ დეტალური პასუხი.
ძირითად ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს skinotheque.com -ზე განთავსებული პროდუქცია.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „სკინოთეკა“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
რეგისტრაცია
Skinotheque.ge-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, შესაკვეთი პროდუქტის საფასურის გადახდის მიზნით, მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
skinotheque.com-ის მენეჯმენტს არ აქვს წვდომა მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
მარკეტინგი
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.
საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის skinotheque.com-ს ან ფლობს უფლებას პარტნიორებისგან ამ მასალის გამოყენების შესახებ.
ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში