მთავარი ბლოგი
19 ოქტომბერი, 2025
AMBER GOLD - რედერმალიზაცია, გაახალგაზრდავება, ბზინვარება
დღევანდელი ინტერვიუსთვის ავარჩიეთ - ექიმი ნინო ქებურია,
ადამიანი რომელიც მართლა უდიდესი სიყვარულით იყენებს
ჩვენს პროდუქტს "Amber Gold"
გაიცანით ქ-ნი ნინო:
- უმაღლესი სამედიცინო განათლებით,
- ყოფილი "ოჯახის ექიმი" 20წლის სტაჟით,
- ინექციური და კლასიკური კოსმეტოლოგი 7 წლის სტაჟით.
________________________________________________
ქსოვილების რედერმალიზება და ბიოაღდგენითი სტიმულაცია, ეს არის თანამედროვე სამკურნალო - აღდგენითი ინექციური პროცედურა. იგი განკუთვნილია კანზე განვითარებული ასაკობრივი ნიშნების კორექციისა და პრევენციისთვის. სტიმულაცია მიმდინარეობს უჯრედულ და შიდა უჯრედულ დონეზე და მიზნად ისახავს მეტაბოლური და ბიოქიმიური პროცესების აღდგენას დერმაში. მეტაბოლიზმის გააქტიურებას მოჰყვება უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრება, რაც შესაბამისად იწვევს ენერგეტიკული პოტენციალის გააქტიურებას.
- შეგიძლიათ მარტივად ახსნათ, თუ რა არის Amber Gold და როგორ მოქმედებენ მისი ძირითადი ინგრედიენტები (ქარვის მჟავა + არაჯვარედინად დაკავშირებული ჰიალურონის მჟავა + პეპტიდური კომპლექსი) კანის გაახალგაზრდავებისთვის?
AMBER GOLD არის ინოვაციური პრეპარატი, მასში არის:
ქარვის მჟავის მაღალი კონცენტრაცია, რომელიც აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს უჯრედებში,
ჰიალურონის მჟავა, რომელიც პასუხისმგებელია დატენიანებაზე,
პეპტიდები, იმ ცილების აუცილებელი კომპონენტებია, როგორიც არის კოლაგენი, ელასტინი, კერატინი. ამიტომ მისი არსებობა ამ პრეპარატში აძლიერებს, დაბერების ისეთ ნიშნებთან ბრძოლას, როგორიცაა წვრილი ნაოჭები და ხაზები, უფერო - მოდუნებული კანი, ასევე იმატებს კანის ბარიერული ფუნქციაც.
AMBER GOLD-ის ჩვენებებია ქრონოლოგიური და ფოტო დაბერების პროფილაქტიკა, ნაადრევი სიბერის პროფილაქტიკა, რბილი ქსოვილების ფტოზი, რეაბილიტაცია ქიმიური და მექანიკური პილინგების შემდგომ, მოშვებული და მოდუნებული კანი. პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია 30 წლის შემდგომ 3 კვირიანი ინტერვალიტ თითოეული ინექცია 3 - 4 პროცედურა.
AMBER GOLD-ის უკუჩვენებებია ინდივიდუალური აუტანლობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასევე არ შეიძლება ამ პროდუქტიუს გამოყენება ქრონიკული ან ნებისმიერი მწვავე დაავადების დროს.
Amber Gold-ში არის ქარვის მჟავა საკმაოდ დიდი კონცენტრაციით (Succinic Acid 30მგ/2მლ), რომელიც მას ხდის უნიკალურს. მისი ეფექტი ძალიან ხილულია, ის უმოკლედ დროში უბრუნებს კანს სიმკვრივეს, ბზინვარებას და განაპირობებს ლიფტინგს. ასევე აღსანიშნავია მისი ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც გამოარჩევს მას სხვა პრეპარატებისგან.
იცით, მე მყავს ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც წლებია იკეთებს ბიორევიტალიზაციას, მეზოთერაპიას, შემავსებელს, ტოქსინს. მას შემდეგ რაც ქარვის მჟავის გამოყენება დავიწყე ჩემს პაციენტებში, აი ეს მოვლილი პაციენტებიც კი საოცარ შედეგს იღებენ AMBER GOLD-ის ინექციის შემდეგ. კანი განსაკუთრებული ელფერის, ბზინვარე და მკვრივი ხდება, რაც რა თქმა უნდა პაციენტის თავდაჯერებულობასა და ცხოვრების ხარისხე დადებითად აისახება.
AMBER GOLD ევროპული, მაღალი ხარისხის პრეპარატია, აბსოლუტურად უსაფრთხოა და საუკეთესო შედეგს დებს უმოკლეს დროში. ის ჩემი ფავორიტია და თამამად ვუწევ რეკომენდაციას კოლეგებთან და პაციენტებთან
აღწერა
The Science of Contour & Structure
რატომ არის SWEET LIFT - კანის დატენიანების საუკეთესო საშუალება მთელი წლის განმავლობაში
ახალი ეპოქა ესთეტიკაში: ექიმ Antonella Franceschelli-ს გზავნილი Stylema-ს შესახებ
STYLEMA - მომდევნო თაობის ფილერები
Clavea Blanca - პრემიუმ ხაზის მეზოთერაპია - მბზინავი, თანაბარი კანისთვის
ASHANTI - თერაპია დაბერების წინააღმდეგ
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში