მთავარი ბლოგი

რეგენერაციული ესთეტიკა: რატომ ხდება კოლაგენი მთავარი არჩევანი

04 მაისი, 2026

რეგენერაციული ესთეტიკა: რატომ ხდება კოლაგენი მთავარი არჩევანი

img მინდა წარმოგიდგინოთ თეა ონიანი, ადამიანი რომელიც

ალბათ ყველას განსაკუთრებით გვიყვარს ესთეტიკური მედიცინის სფეროში. 


 თეა ონიანი -  უმაღლესი სამედიცინო განათლებით, პროფესიით მეან - გინეკოლოგი

და ასევე ექიმი - კოსმეტოლოგი 20 წლიანი გამოცდილებით.

თეასთან შემოვირბინეთ პროცედურის დროს, რომელსაც ის ატარებდა სკინოთეკას პროდუქტის Clavea Collagen - გამოყენებით.

__________________________________

თეა, მოდით მოვუყვეთ მითხველს რა არის ინექციური კოლაგენი?

  • ინექციური კოლაგენი არის ბიოსტიმულაციის პროდუქტი კოსმეტიკური პროცედურისთვის, რომლის დროსაც კოლაგენის შემცველი პრეპარატი შეყავთ კანში. კოლაგენი კი არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიმკვრივეზე, ელასტიურობასა და ახალგაზრდულ იერზე. ინექციური კოლაგენი ამცირებს ნაოჭებს, კანს აძლევს მოცულობას აუმჯობესებს ტექსტურას და ტონუსს.

 

რით გამოარჩევდით კლავეას კოლაგენს ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტისგან? რა უპირატესობები აქვს?

  • Clavea Collagen უფრო სკინ ბუსტერია, ტრადიციული კოლაგენის ინექცია მზადდება ცხოველური ან თევზის კოლაგენისგან, ხოლო ეს კონკრეტული პროდუქტი არის ბიოინჟინერული მეთოდით მიღებული, საფუარის ფერმენტაციის შედეგად შექმნილი კოლაგენი, რომელიც თვისობრივად ყველაზე ახლოა ადამიანის ბუნებრივ კოლაგენთან და გამოირჩევა მაღალი სისუფთავით. ამას დამატებული ჰიალურონის მჟავა, ქარვის მჟავა და ბიოაქტიური პეპტიდები უკეთესი თავსებადობის აუცილებელი პირობაა. ის მარტივად ინტეგრირდება სხვადასხვა ესთეტიკურ პროტოკოლში და იძლევა პროგნოზირებად, სტაბილურ შედეგს.

 

img

როგორ ასტიმულირებს კოლაგენის ინექცია კანის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს უჯრედულ დონეზე?

  • უჯრედულ დონეზე ინექციისას ხდება მექანიკური სტიმულაცია, აქტიურდება იმუნური უჯრედები, გამოიყოფა ზრდის ფაქტორები, ფიბრობლასტები, ხდება მათი აქტივაცია და იწყება კოლაგენის სინთეზი ანუ ადგილი აქვს ნეოკოლაგენეზს და ხდება მატრიქსის განახლება.

 

რომელი პაციენტები არიან კოლაგენის მკურნალობის საუკეთესო კანდიდატები და რა კანის პრობლემებს უმკლავდება ის ყველაზე ეფექტურად?

  • ეს კონკრეტული პროცედურა რეკომენდებულია მხოლოდ 25+ ასაკიდან პაციენტებისთვის, ისიც იმ შემთხვევაში თუ შეინიშნება ადრეული დაბერების ნიშნები, სადაც სახეზეა კანის სიმკვრივის დაქვეითება, წვრილი ნაოჭები, გაფართოებული ფორები, დაღლილი იერსახე, პოსტაკნე ნაწიბურები, გამომშრალი - ელასტიურობა დაკარგული კანი. რასაც მივყავართ ამ პროცედურის ჩვენებისკენ: გავაუმჯობესოთ კანის ხარისხი და დამატებითი მოცულობის შექმნა შემავსებლების გარეშე.

img

 

როდის შეუძლიათ პაციენტებს შედეგების მოლოდინი და როგორ ვითარდება ეს შედეგები დროთა განმავლობაში?

  • პროცედურის დასრულებისთანავე ჩნდება პირველი ეფექტი, ოდნავი შევსება ჰიალურონის მეშვეობით, კანის ხარისხობრივად უკეთესი და გლუვი იერი. თუმცა სრულ ეფექტს სჭირდება 2-6 კვირა და აუცილებლად 3 პროცედურა. შედეგის შესანარჩუნებლად კი სესიიდან 6 თვის თავზე უნდა მოხდეს შემანარჩუნებელი პროცედურის ჩატარება.

 

როგორ ფიქრობთ, კოლაგენზე დაფუძნებული მკურნალობა არის თუ არა  თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში ერთ ერთი მთავარი ტენდენცია?

  • ბოლო პერიოდში ესთეტიკური მედიცინის მთავარი ტენდენცია არა ვოლუმიზაცია, არამეს კანის ხარისხის გაუმჯობესებაა და აქედან გამომდინარე ბიოსტიმულატორები, როგორიცაა კლავეას კოლაგენის ინექცია ერთ ერთი საუკეთესო მეთოდია და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

img

რა შემთხვევაში გაუწევდა რეკომენდაციას Clavea Collagen -ს? კოლეგებსა და პაციენტებთან?

  • როდესაც სახეზეა კოლაგენის აქტივაციის საჭიროება და აუცილებლობა Clavea Collagen იქნება ის პროდუქტი, რომელსაც ვურჩევდი ჩემს პაციენტებს და რა თქმა უნდა კოლეგებსაც ამ პროდუქტის გამორჩეულობისგან გამომდინარე: მისი მიღების გზები, ევროპული წარმომავლობა და უსაფრთხოება და ასევე შედეგების გათვალისწინებით.
  • კოლეგებისთვის Clavea Collagen არის სანდო და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც მარტივად ერგება სხვადასხვა პროტოკოლს, ხოლო პაციენტებისთვის — უსაფრთხო გზა, მიიღონ ბუნებრივი და ჰარმონიული შედეგი ზედმეტი ინტერვენციის გარეშე.

 

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო