მთავარი ბლოგი
09 მარტი, 2026
რეგენერაციული ესთეტიკა: როგორ აუმჯობესებს GEO-LIFTING V + Peptides კანის ხარისხს და ხელს უწყობს ბუნებრივ ლიფტინგს

დღეს ვეწვიეთ ექიმ ლიკა ბარელაძეს "La CLINIQUE" -ში სადაც ჩავწერეთ ინტერვიუ სკინოთეკას უახლეს პროდუქტზე GEO-LIFTING V + Peptides.
ლიკა ბარელაძე - დერმატო-ვენეროლოგი, ტრიქოლოგი და ინექციონისტი
_______________
- მოგესალმებით ლიკა, მოდით მოვუყვეთ ამ ინტერვიუს მკითხველს რა არის ახალი თაობის ქსოვილის სტიმულატორი და როგორ მუშაობს ის?
ახალი თაობის ქსოვილის სტიმულატორი არის ინექციური პრეპარატი ესთეტიკურ მედიცინაში, რომლის მიზანი არის კანის რეგენერაციის პროცესის გააქტიურება და რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ქსოვილში კოლაგენის და ელასტინის სინთეზის სტიმულაციაზე.
მარტივად რომ ვთქვათ: ქსოვილის სტიმულატორი არ “ავსებს” კანს — ის აიძულებს კანს თვითონ გაახალგაზრდავდეს.

- დღეს ვაკეთებთ პრეპარატს GEO-LIFTING V + Peptides მოდით გავაცნოთ მკითხველს რა შემადგენლობა აქვს მას და რას აკეთებენ მისი შემადგენელი ნივთიერებები?
GEO-LIFTING V + Peptides - შეიცავს 2 სხვადასხვა მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას 32მგ/მლ და პეპტიდებს. ეს არის ფორმულა, რომელიც ერთდროულად მუშაობს ჰიდრატაციაზე, რეგენერაციაზე და კოლაგენის სტიმულაციაზე.
მაღალი მოლეკულური წონა (High Molecular Weight HA)
დაბალი მოლეკულური წონა (Low Molecular Weight HA)
პეპტიდები არის პატარა ცილოვანი სიგნალური მოლეკულები, რომლებიც კანს “ეუბნებიან”, რომ დაიწყოს რეგენერაცია. ისინი:

- იზიარებთ თუ არა იმ აზრს რომ, ესთეტიკურ მედიცინაში ბოლო ტენდენციის მიხედვით შევსებას (ფილერები) ანაცვლებს კანის რეგენერაციული თერაპია?
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფილერები სრულად არ ქრება. ისინი კვლავ რჩება ეფექტურ საშუალებად მოცულობის აღსადგენად და სახის კონტურის კორექციისთვის. თანამედროვე პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება კომბინირებული მიდგომა, სადაც ფილერები და რეგენერაციული თერაპიები ერთმანეთის დამატებას წარმოადგენს.

- რა ტიპის პაციენტისთვის არის იდეალური GEO-LIFTING V + Peptides და ვინ შეიძლება არ იყოს შესაფერისი? (ჩვენებები და უკუჩვენებები)
GEO-LIFTING V + Peptides არის ქსოვილის სტიმულატორი, რომელიც შეიცავს ორმაგი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას (64 mg/2 ml) და პეპტიდებს, ამიტომ იგი ძირითადად გამოიყენება კანის ხარისხის გაუმჯობესებისა და მსუბუქი ლიფტინგისთვის.
ამ ინოვაციურ პრეპარატს ვურჩევ ყველა პაციენტს, ვისაც აწუხებს ოვალის დარღვევა, კანზე ასაკობრივი ცვლილებები,წვრილი ნაოჭები, უსიცოცხლო კანი. არ ვურჩევდი პატარა ასაკის მქონე პირებს.
იდეალური პაციენტი (ჩვენებები)
• კანის ელასტიურობის და ტონუსის შემცირება
• სახის ოვალის მსუბუქი დარღვევა
• კანის დეჰიდრატაცია და ტექსტურის და სიმკვრივის გაუარესება
30+ ასაკის პაციენტებისთვის როგორც anti-aging პრევენცია
პაციენტებისთვის, რომლებსაც სურთ კანის ხარისხის გაუმჯობესება მსუბუქ ლიფტინგთან ერთად
უკუჩვენებები
პროცედურა არ არის რეკომენდებული:
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
• აქტიური კანის ინფექციის ან ანთების დროს აკნე, დერმატიტი, ჰერპესი ინექციის ზონაში
• აუტოიმუნური დაავადებების აქტიური ფაზის დროს
• ჰიალურონის მჟავაზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე ალერგიის შემთხვევაში
• თუ პაციენტს სჭირდება ძლიერი მოცულობის კორექცია ან გარკვეული უბნების შევსება (ფილერი)

- ლიკა რა შემთხვევაში გაუწევდა რეკომენდაციას GEO-LIFTING V + Peptides -ს? კოლეგებთან - კოსმეტოლოგებთან?
GEO-LIFTING V + Peptides-ს კოლეგებთან რეკომენდაციას გავუწევდი, როდესაც:
მათ პაციენტს აქვს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის კანის მოდუნება, მოშვება
საჭიროა სახის ოვალის გაუმჯობესება და jawline-ის გამოკვეთა
აღინიშნება კანის სიმკვრივის შემცირება და ელასტიურობის დაკარგვა
საჭიროა კანის ხარისხის გაუმჯობესება ფილერის გარეშე ან ფილერებთან კომბინაციაში
პაციენტს აქვს დეჰიდრატირებული და დაღლილი კანი
საჭიროა ბიოსტიმულაცია და კოლაგენის სინთეზის აქტივაცია
ასევე კარგი არჩევანია პრევენციული anti-aging პროგრამაში 30+ პაციენტებისთვის.

აღწერა
AMBER GOLD - რედერმალიზაცია, გაახალგაზრდავება, ბზინვარება
The Science of Contour & Structure
რატომ არის SWEET LIFT - კანის დატენიანების საუკეთესო საშუალება მთელი წლის განმავლობაში
ახალი ეპოქა ესთეტიკაში: ექიმ Antonella Franceschelli-ს გზავნილი Stylema-ს შესახებ
STYLEMA - მომდევნო თაობის ფილერები
Clavea Blanca - პრემიუმ ხაზის მეზოთერაპია - მბზინავი, თანაბარი კანისთვის