რატომ არის SWEET LIFT - კანის დატენიანების საუკეთესო საშუალება მთელი წლის განმავლობაში
დღევანდელი ინტერვიუსთვის ავარჩიეთ ექიმი ნინო ლომსაძე
ინექციონისტი და კლასიკური კოსმეტოლოგი
დიპლომირებული ექთანი
ქ-ნი ნინო მუშაობს ქ. რუსთავში, ტარას შევჩენკოს 3 ნომერში,
- ქ-ნო ნინო, რა არის ქსოვილის სტიმულატორი და როგორ მუშაობს?
ქსოვილის სტიმულატორი ეს არის ინოვაციური ინექციური პროდუქტი, რომელიც ბუნებრივად აცოცხლებს კანს. მისი მთავარი მიზანი არის, არა ხელოვნურად შევსება არამედ ორგანიზმის საკუთარი რესურსების გააქტიურება , რომლის დროსაც ფიბრობლასტები იწყებენ მუშაობას და იწყება ახალი კოლაგენის, ელასტინის და ჰიალურონის გამომუშავება.
- რას გვეტყოდით Sweet Lift-ზე, რისთვის არის ეს პროდუქტი? ?
დღეს ჩვენ ვაკეთებთ sweet lift ბუსტერს. Sweet Lift არის ერთ-ერთი უნიკალური ქსოვილების სტიმულატორი, სრულიად ახალი ბაზარზე და მე პირადად ძალიან მიყვარს სიახლეების გამოცდა. პრეპარატი, შექმნილია კანის ინტენსიური ჰიდრატაციის , ძლიერი კონდიცირების და სიმკვრივის აღდგენისთვის.
Sweet Lift ეს არის ორკომპონენტიანი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს:
- უჯრედულ დაცვას (სიცხე, ულტრაიისფერი სხივები, ოქსიდაციური სტრესი)
- ასტაბილურებს ცილებს და ხელს უშლის უჯრედების დაბერებას
- ორგანული წარმოშობის გამო კარგად მიიღება მგრძნობიარე კანის მიერ.
- რა პროცედურები კეთდება პრეპარატით Sweet Lift - რომ აგვიღწეროთ? და როგორია შედეგი?
Sweet Lift არის შპრიცირებული პროდუქტი, 2 მლ მოცულობის, რომელიც უკვე 2,5 წელია არსებობს მსოფლიო ბაზარზე და შეიქმნა იტალიაში.
ამ კონკრეტული პროდუქტით პაციენტს ვუტარებ 5 წერტილოვან ბუსტერის პროცედურას სახეზე, თუმცა ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ კისერზე, დეკოლტეზე, ხელებზე (რომლების ასევე მიდრეკილია სიმშრალისკენ) და სხეულის სხვა ზონებზეც.
შედეგად ვიღებთ ხანგრძლივად დატენიანებულ კანს სწორედაც რომ ტრეჰალოზას შემცველობის გამო.
- რითი გამოარჩევდით Sweet Lift -ს?
1. Sweet Lift არის იტალიაში წარმოებული პროდუქტი.
2. გატესტილია უკვე არაერთი წლის განმავლობაში და ალერგია არ ახასიათებს
3. არ აქვს სეზონურობა, იდეალურია როგორც ზაფხულში, კანის მოსამზადებლად ცხელი დღეებისთვის, ასევე შემოდგომაზე - რუჯისა და სოლარიუმის შემდგომი თერაპიისთვის და ზამთარშიც - როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება კანს დაცვა გამოშრობისგან.
როცა პრეპარატის შემადგენლობაში არის ტრეჰალოზა ეს უკვე არის უპირატესობა და ნიშნავს, რომ ის უჯრედების დამცავი ფარია, ინახავს და იცავს ფიბრობლასტებს და კანის სხვა უჯრედებს სტრესისგან .
- რა შემთხვევაში გაუწევდა რეკომენდაციას sweet lift-ს? კოლეგებს და პაციენტებს?
კოლეგებს ვურჩევდი გამოსცადონ, რადგან სიახლეა და თავად დარწმუნდნენ ამ პროდუქტის უნიკალურობაში და უსაფრთხოებაში
რაც შეეხება პაციენტებს, აქ რამდენიმე მიზეზს გამოვყოფდი:
1. ტრეჰალოზა ძლიერი დამატენიანებელია, შეუძლია ტენის
მოზიდვა გარედან.
2. ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას ექსტრემალურ პირობებში -
სიცხეში, მშრალ ჰაერში და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაში. შედეგად:
- კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და უკეთ დატენიანებულია
- იდეალურია ზაფხულის ან ნამზეურის შემდგომი კანისთვის
- იდეალურია მშრალი ან სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის
3. ტრეჰალოზა ასტაბილურებს უჯრედის მემბრანებსა და ცილებს, იცავს კანის უჯრედებს შემდეგი ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებისგან: დეჰიდრატაცია, სითბური სტრესი, ოქსიდაციური სტრესი (თავისუფალი რადიკალები), ხელს უწყობს კანის დაბერების შენელებას, უჯრედულ დონეზე - ინარჩუნებს სიმკვრივეს და ელასტიურობას.
4. ანტიოქსიდანტური მოქმედება - ტრეჰალოზა არა მხოლოდ ატენიანებს, მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამცავი თვისებები.
რეგენერაცია ხდება სწრაფად და შეუფერხებლად. ვურჩევდი 30+ მგრძნობიარე და მარტივად გაღიზიანებადი კანის, როზაციის, ატოპიის პოსტლაზერული აღდგენისას. ვრილი ნაოჭები ,ფოტოდაბერება, ელასტიურობის დაკარგვა, სტრესში მყოფი კანი.(მზე,სიცივე,სოლარიუმი).