მთავარი ბლოგი

Poly-N Strong პოლინუკლეოტიდური თერაპია: სარგებელი, ჩვენებები და კლინიკური გამოყენება

14 მარტი, 2026

Poly-N Strong პოლინუკლეოტიდური თერაპია: სარგებელი, ჩვენებები და კლინიკური გამოყენება

ნატალის მედიცინის ცენტრთან სკინოთეკა წელიწადზე მეტია თანამშრომლობს და არაერთი საინტერესო პროექტი გაგვიხორციელებია ერთად. img

ამიტომ 2026 წლის გახაფხულის ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გაცნობა ნატალი მერკვილაძეს მივანდეთ, რომელიც ჩვეული პროფესიონალიზმით მიუდგა საქმეს.

ნატალი მერკვილაძე - ესთეტიკური მედიცინის სფეროში მოღვაწე ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 12-წლიანი გამოცდილებით ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით.
იგი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და მრავალი წელია საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებსა და დამწყებ სპეციალისტებს, რითაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას.

____________________________

- ნატალი, რა არის ახალი ინოვაციური ქსოვილის მოდულატორი და როგორ მუშაობს?

ახალი თაობის ინოვაციურ ქსოვილის მოდულატორი ესთეტიკურ მედიცინაში წარმოადგენს პრეპარატს, რომლის მთავარი მიზანია კანის უჯრედული რეგენერაცია, ელასტიურობის და სიმკვრივის აღდგენა, ტექსტურის გაუმჯობესება.

პროდუქტები, როგორიცაა Poly-N Strong, მიეკუთვნება პოლინუკლეოტიდებზე დაფუძნებულ ბიოსტიმულატორებს. ისინი მოქმედებენ ფიბრობლასტების აქტივაციის გზით და ხელს უწყობენ კანის შიდა მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას. შედეგად აქტიურდება კოლაგენის, ელასტინის და ენდოგენური ჰიალურონის მჟავის სინთეზი, რაც იწვევს დერმის სტრუქტურის ეტაპობრივ აღდგენას.

კლინიკური შედეგები მოიცავს:

  • კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის გაუმჯობესებას
  • ნაოჭების და წვრილი ხაზების შემცირებას
  • დერმის ჰიდრატაციის ზრდას
  • კანის საერთო სტრუქტურის და ხარისხის გაუმჯობესებას

მარტივად რომ ვთქვათ, ქსოვილის მოდულატორები არ უბრალოდ ავსებენ კანს, არამედ ააქტიურებენ კანის ბუნებრივ თვითაღდგენის პროცესებს.

img

 

- რა შემადგენლობა აქვს Poly – N Strong -ს და რას აკეთებენ მისი შემადგენელი ნივთიერებები?

Poly-N Strong არის ინექციური ბიოსტიმულატორი, რომლის მთავარი აქტიური კომპონენტია პოლინუკლეოტიდები (Polynucleotides – PN) 25 mg/ml. პრეპარატი წარმოდგენილია პოლინუკლეოტიდების გელის ფორმით და გამოიყენება კანის რეგენერაციისა და ბიოსტიმულაციისთვის.

პოლინუკლეოტიდები (Polynucleotides – PN)

  • ასტიმულირებს ფიბრობლასტებს
  • ზრდის კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს
  • აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს
  • აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას
  • უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას და ზრდის უჯრედების მდგრადობას UV-ისა და ოქსიდაციური სტრესის მიმართ.

img

 

- იზიარებთ თუ არა იმ აზრს რომ, ესთეტიკურ მედიცინაში ბოლო ტენდენციის მიხედვით პოლინუკლეოტიდები და სხვა ზრდის ფაქტორები უდიდეს მნიშვნელობას იძენს და თერაპიის მოწინავე მხარეს გადმოდიან?

 დიახ, ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში მკურნალობის ტენდენცია აღარ არის მხოლოდ მოცულობის შევსებაზე ორიენტირებული, არამედ  ყურადღებას ამახვილებენ კანის რეგენერაციასა და ბიოსტიმულაციაზე.

პაციენტებისა და სპეციალისტების ინტერესმა გადაინაცვლა იმ მეთოდებზე, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურ კორექციას ახდენს, არამედ აუმჯობესებს კანის ბიოლოგიურ მდგომარეობას.

პოლინუკლეოტიდები და სხვადასხვა ზრდის ფაქტორები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, რადგან, ასტიმულირებენ ფიბრობლასტებს და ხელს უწყობენ კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს. შედეგად კანი ხდება უფრო ელასტიური, მკვრივი და ხარისხიანი. ამიტომ ისინი დღეს სულ უფრო აქტიურად გამოიყენებიან ანტიეიჯინგ თერაპიებში, როგორც დამოუკიდებლად ასევე კომბინაციაში სხვა ესთეტიკურ პროცედურებთან.

img

 

- რა ტიპის პაციენტისთვის არის იდეალური Poly – N Strong და ვინ შეიძლება არ იყოს შესაფერისი? (ჩვენებები და უკუჩვენებები)

Poly‑N Strong არის ინექციური ბიოსტიმულატორი, რომელიც გამოიყენება კანის ხარისხის, ელასტიურობისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებლად, შესაბამისად რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც შესამჩნევია კანის ხარისხის გაუარესება ან ასაკობრივი ცვლილებების ადრეული ნიშნები.

ძირითადი ჩვენებებია:

  • კანის ელასტიურობის შემცირება
  • წვრილი ნაოჭები /ნაოჭების წინასწარი ნიშნები
  • კანის მოდუნება
  • დეჰიდრატირებული და უსიცოცხლოკანი
  • გარემო ფაქტორებით დაზიანებული კანი
  • Póst-acne ნაწიბურები

პრეპარატი ეფექტურად გამოიყენება სახის, კისრისა და დეკოლტეს არეში, როდესაც მიზანია კანის ხარისხის და სიმკვრივის გაუმჯობესება.

რაც შეეხება უკუჩვენებებს, ასეთი შეიძლება იყოს:

  • ორსულობა და ლაქტაცია
  • აქტიური ანთებითიპ როცესი ინექციის ზონაში
  • ალერგიული რეაქციები – პოლინუკლეოტიდებზე
  • ავტოიმუნური დაავადებები ან იმუნოდეფიციტი
  • კანის სიმსივნეები ან ხანგრძლივი ანტიკოაგულანტური თერაპია

ნებისმიერი საინექციო პროცედურის მსგავსად, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის დეტალური ანამნეზი და შეფასება.

img

 

- რა შემთხვევაში გაუწევდით რეკომენდაციას Poly – N Strong -ს? კოლეგებს და პაციენტებთან?

კოლეგებში Poly-N Strong-ს რეკომენდაციას გავუწევდი იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის მთავარი მიზანია კანის რეალური რეგენერაცია და ხარისხის გაუმჯობესება და არა მხოლოდ მოცულობის კორექცია.

როგორც წესი, რეკომენდებულია 2–4 პროცედურის კურსი 28 დღიანი ინტერვალებით, შემდგომში კი შესაძლებელია მხარდამჭერი პროცედურები მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად.

პაციენტის თვალსაზრისით, Poly‑N Strong იდეალურია კანისთვის, რომელიც საჭიროებს რეგენერაციას, კარგავს ელასტიურობას, მოდუნებულია, გამომშრალია ან/და გამოკვეთილია წვრილი ნაოჭები. პროდუქტი უზრუნველყოფს ბუნებრივ ეფექტს.

img

 

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო