მთავარი ბლოგი
30 აპრილი, 2026
Geo Lifting V: როგორ აუმჯობესებს კანის ხარისხს და სახის კონტურებს
დღევანდელი სტატიისთვის ქუთაისს ვეწვიეთ და ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი ექიმი მინდა წარმოგიდგინოთ, ექიმი - რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ სკინოთეკას მთელი გუნდი:
იცნობდეთ - ანა გაბეხაძე
განათლება - თბილისის საერო უნივერსიტეტში „მეტეხი“, სადაც დაეუფლა დიპლომირებული მედიკოსის (სამკურნალო საქმე) სპეციალობას. შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ეკოლოგიის მიმართულებით, ხოლო კოსმეტოლოგიის სფეროში პროფესიული კვალიფიკაცია მიიღო სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში.
პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ანა აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში — როგორც მენტორი, აზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ხელს უწყობს მომავალი სპეციალისტების განვითარებას.
____________
ანა, მოდით განვმარტოთ, როგორი პროდუქტია Geo Lifting V და რით განსხვავდება ის ბაზარზე არსებული სხვა ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული საინექციო პროდუქტებისგან?
- Geo Lifting V ეს არის ბიოსტიმულატორი,ბიორემოდელირების პრეპარატი.მისი მთავარი აქტიური ნივთიერებაა ჰიალურონის მჟავა და თანაც ორმაგი ტიპის,მაღალი და დაბალმოლეკულური(H-HA და L-HA).
ის განსხვავდება სხვა პროდუქტებისგან მისი შემადგენლობის კომბინაციით ,L-HA ღრმად აღწევს და ასტიმულირებს ფიბრობლასტებს და H-HA ზედაპირულად ატენიანებს და ქმნის ლიფტინგის ეფექტს.საერთო დოზა საკმაოდ მაღალია - 64მგ/2მლ და სწორედ ეს არის ძლიერი ეფექტის და პროლონგირებული ეფექტის საწინდარი.

რომელი პაციენტია იდეალური Geo Lifting V-სთვის? (ასაკობრივი ჯგუფი, კანის მდგომარეობა, ძირითადი პრობლემები)
- ეს პრეპარატი ყველაზე კარგად მუშაობს პაციენტებში რომლებსაც აქვთ: კანის მოდუნება,სახის ოვალის დარღვევა,დეჰიდრატირებული კანი,დაღლილი ვიზუალი, ტონუსის დაქვეითება.განსაკუთრებით კარგია პაციენტენტებს რომლებსაც არ უნდათ ფილერით სახის მოდელირება და უნდათ ბუნებრივი ლიფტინგი.ასაკობრივი ზღვარი არის 30 წლის ზევით. მნიშვნელოვანი ნიუანსია როცა პაციენტი გვთხოვს ,, მინდა გავახალგაზრდავდე,მაგრამ არ მინდა შევიცვალო“...
________________________
რა შემთხვევებში არ ურჩევდით Geo Lifting V-ს? (უკუჩვენებები ან შეზღუდვები) ?
- არ ვურჩებ პაციენტს რომელსაც აქვს ძლიერ გამოხატული ფტოზი,ძალიან ღრმა ნაოჭები(შედეგი აქვს მაგრამ ხშირად ეს არ არის საკმარისი,სჭირდება კომბინირებული თერაპია) აუტოიმუნური დაავადებების დროს,ლაქტაცია /ორსულობა და სხვა კანის დაავადებები.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ის ასევე არ არის საუკეთესო არჩევანი პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მნიშვნელოვანი მოცულობის აღდგენა ან სტრუქტურული კორექცია, რადგან მისი ძირითადი როლი ბიოსტიმულაცია და კანის ხარისხის გაუმჯობესებაა და არა მოცულობის გაზრდა.
________________________
რა ინექციის ტექნიკას ანიჭებთ უპირატესობას Geo Lifting V-თან მუშაობისას (სიღრმე, მეთოდი, წერტილები)?
- პრეპარატის ინექციის სქემა არის ე.წ. 5 წერტილის ტექნიკა, თითი მხარეს,ჯამში 10წერტილი.კეთდება ღრმად დერმაში,ტექნიკა bolus და არა ხაზოვნად. საორიენტაციო წერტილებია: cheekbone projection,anterior cheek,lover cheek,jawline,tragus. ძალიან მნიშვნელოვანია არ შევიყვანოთ ზედაპირულად,დარჩება პაპულები. ნემსი 29-30G
თუმცა აქვე დავამატებ, რომ ტექნიკის არჩევანი ყოველთვის ინდივიდუალურია პაციენტის ანატომიისა და სასურველი შედეგის მიხედვით.

გამოიყენებდით თუ არა Geo Lifting V-ს სხვა პროცედურებთან კომბინაციაში (ფილერები, ტოქსინები, ლაზერები, PDRN და ა.შ.)? თუ კი, როგორი კომბინაციით?
- ზოგადად კომბინირებული თერაპია ძალიან გავრცელებულია, ჩემთვის უაღრესად მისაღები ფორმაა და ხშირად საუკეთესო შედეგებს იძლევა.
კონკრეტულად Geo Lifting V - ძალაინ კარგია კომბინაციაში, ბოტულინო თერაპიასთან.ბოტოქსი მუშაობს მიმიკაზე, Geo Lifting V მუშაობს კანის ხარისხზე.
ასევე დერმალურ ფილერებთან,ბიორევიტალიზაციასთან განსაკუთრებით ძალიან მშრალ კანზე.
ანალოგიურად ძაფებთან-ლიფტინგი და Geo Lifting V კანის ხარისხი.
________________________
რა სახის შედეგებს ველოდებით რეალისტურად პირველი პროცედურის შემდეგ და სრული კურსის შემდეგ?
- რადგან სრულ კურსსაც ვახსენებთ, რომელიც 3 პროცედურისგან შედგება, მოდით შევხედოთ ამ ყველაფერს ნამდვილად რეალისტურად და მოლოდინი გვაქვს ასეთი შედეგის:
1-2 კვირაში დატენიანება,
3-4 კვირაში ტონუსის მომატება,
6 -8 კვირაში ლიფტინგი და ოვალის გაუმჯობესება.
________________________
ანა, თქვენი აზრით, რა არის Geo Lifting V-ის უდიდესი უპირატესობა თანამედროვე ესთეტიკური პრაქტიკისთვის?
- ჩემი აზრით, Geo Lifting V-ის მთავარი უპირატესობაა მისი უნარი, მიაღწიოს ბუნებრივ იერსახეს კანის ხარისხის შიგნიდან გაუმჯობესებით დამატებითი მოცულობის გარეშე, ლიფტინგი, ჰიდრატაცია, ტონუსი, კანის სიმკვრივე და რაც მთავარია არ ცვლის სახის მახასიათებლებს.
ის იდეალურად შეესაბამება ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე ტენდენციებს, სადაც ყურადღება გადადის მოცულობის კორექციიდან რეგენერაციასა და ქსოვილების ხარისხზე. ეს საშუალებას გვაძლევს, პაციენტებს ვუმკურნალოთ, სახის ბუნებრივი ნაკვთების შენარჩუნებით.

რა რჩევას მისცემდით კოლეგებს, რომლებიც განიხილავენ ამ პროდუქტის პრაქტიკაში დანერგვას?
- ჩემს კოლეგებს ვეტყოდი, გყავთ პაციენტი რომელსაც არ სურს ფილერის გაკეთება,მაგრამ ოვალი აქვთ დაკარგული? ეს არის ზუსტად ის რაც ბევრ პაციენტს უნდა. პროცედურა კეთდება მარტივი-5 წერტილის ტექნიკით,აქვს ნაკლები ჩხვლეტა, ნაკლები ჰემატომა,სწრაფი და პროგნოზირებადი რეგენერაცია და შედეგი.
აღწერა
Poly-N Strong პოლინუკლეოტიდური თერაპია: სარგებელი, ჩვენებები და კლინიკური გამოყენება
რეგენერაციული ესთეტიკა: როგორ აუმჯობესებს GEO-LIFTING V + Peptides კანის ხარისხს და ხელს უწყობს ბუნებრივ ლიფტინგს
AMBER GOLD - რედერმალიზაცია, გაახალგაზრდავება, ბზინვარება
The Science of Contour & Structure
რატომ არის SWEET LIFT - კანის დატენიანების საუკეთესო საშუალება მთელი წლის განმავლობაში
ახალი ეპოქა ესთეტიკაში: ექიმ Antonella Franceschelli-ს გზავნილი Stylema-ს შესახებ