მთავარი ბლოგი

ASHANTI - თერაპია დაბერების წინააღმდეგ

19 თებერვალი, 2025

ASHANTI - თერაპია დაბერების წინააღმდეგ

imgდღევანდელი ინტერვიუსთვის ავარჩიეთ

ექიმი ირმა ღუდუმიძე,

ქალბატონი, რომელიც აქტიურად იყენებს პრეპარატს Ashanti Ha+Rh Collagen ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

ირმა ღუდუმიძე: 

ექიმი - კოსმეტოლოგი 5 წლიანი გამოცდილებითა და სამედიცინო განათლებით. 

 

 - ირმა მოდით დავიწყოთ ახსნით თუ რა არის ბიოაღმდგენი სტიმულატორი?

ბიოაღმდგენი სტიმულატორი არის ესთეტიკური მედიცინის პროდუქტი, რომელიც:

  • ახორციელებს კანის ბიოლოგიურ აღდგენას,
  • ახდენს უჯრედებისა და ფიბრობლასტების სტიმულაციას.
  • კოლაგენის გამომუშავებას,
  • ელასტინის ცილის სინთეზს,
  • ფიბრობლასტების გააქტიურებას

img

 

- ირმა თქვენ ხართ Ashanti-ს ძალიან აქტიური მომხმარებელი, მოგვიყევით: რა არის და როგორ აღწერდით პროდუქტს Ashanti Ha+Rh Collagen?

Ashanti -ს ავღწერდი როგორც გამორჩეულ პრეპარატს, რომლის მსგავსი ბაზარზე ბევრი არ გვხვდება, განსაკუთრებით შემადგენლობის მხრივ. Ashanti 32მგ ჰიალურონსა და 20მგ კოლაგენს შეიცავს რაც ნამდვილად უნიკალური შემადგენლობაა და საკმაოდ სასურველი, როგორც ექიმებისათვის ასევე პაციენტისათვის.

Ashanti არის უმტკივნეულო ზოგადად არსებულ კოლაგენის პრეპარატებისგან განსხვავებით.

Ashanti იდეალურად უზრუნველყოფს კანის ტონუსში მოყვანას, წვრილი და საშუალო ნაოჭების ალაგებას, რეკომენდებულია პოსტაკნეზე, სტრიებზე, ნაწიბურებზე.  

____________________

- რა ტიპის პროცედურები ტარდება პროდუქტით Ashanti და რა შედეგს დებს?

აშანტის ძირითადად ვიყენებთ 30 წლის ზევით პაციენტებთან, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს და კოლაგენის დეფიციტი სწორედ ამ ასაკიდან შეიმჩნევა. სასურველია ჩატარდეს 2-3 პროცედურა 1 თვის ინტერვალით სრული შედეგის მისაღწევად. გამოკვეთს კონტურებს და ოვალს ძალიან ლამაზად, ეს არის ის რისი მიღწევაც გვსურს 30+ ქალბატონებს უმეტეს შემთხვევაში.

Ashanti -ს პროცედურას არ ახასიათებს შეშუპება, არ აქვს არანაირი ალერგიული რეაქცია, სტრიების გასადავების მხრივ აქვს საუცხოო შედეგები.

პროცედურაზე ვმუშაობთ კანულით ან ნემსით, ექიმის სურვილიდან და მიდგომებიდან გამომდინარე.

Ashanti -თ ჩამიტარებია ხელის მტევნის დატენიანების პროცედურა და მივიღე საუკეთესო ეფექტი: დატენიანებული, ელასტიური, ერთგვაროვანი და გაახალგაზრდავებული კანი, მაქსიმალურად ებრძვის დაბერების ნიშნებს.

Ashanti-თ შეგვიძლია ჩავატაროთ ასევე მოდუნებული, მოშვებული მუხლების ტონუსში მოყვანა და გაახალგაზრდავება, კანის დაგლუვება.

img

 

- გვესაუბრეთ Ashanti -ს ინექციების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.

უსაფრთხოების კუთხით ჩემთვის უმნიშვნელოვანესია პრეპარატმა არ მომცეს ალერგიული რეაქცია და შეშუპება, რა კუთხითაც საოცრად გამიმართლა ამ პროდუქტმა.

ეფექტურობის თვალსაზრისით ნამდვილად ყველა პრობლემას პასუხობს, რაც 30 წელს ზევით გვაქვს როგორც წესი: მოდუნებული/მოშვებული კანი, გამომშრალი კანი, პოსტაკნე, ნაწიბური, სტრია, ტონუსში მოყვანა, ღაწვების და ოვალის გამოყვანა.

სრული შედეგის მიღწევას 2 კვირა მაინც სჭირდება და ამ პერიოდში აქტიური კომუნიკაცია მაქვს პაციენტებთან, რადგან სრული შედეგის მისაღებად გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: მზესთან და სოლარიუმთან ურთიერთობა, წყლის იმ რაოდენობით მიღება, რაც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ეს არის მიზეზები, რომლებიც ამოკლებს მიღებული შედეგის ხარისხსაც და ხანგრძლივობას.

img

 

- რითი გამოარჩევდით Ashanti -ს? რა არის ამ პრეპარატის ყველაზე ძლიერი მხარე?

 1. შემადგენლობა (HA 32მგ + Collagen 20მგ/2მლ დაბალი და მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავის კომბინირებული ჯაჭვი და რეკომბინანტული I ტიპის Rh-კოლაგენი.) - რაც იყო ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი ამ პრეპარატის არჩევაში, ასევე ჯვარედინი ბმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

  1. ანტიალერგიულობის ფაქტორი, ის რომ არ იწვევს შეშუპებას.
  2. Ashanti სხვა კოლაგენის პრეპარატებისგან განსხვავებით არის უმტკივნეულო,
  3. იტალიური წარმოშობა, რაც ჩემთვის დამატებითი დაცვის მექანიზმია პრეპარატის სისუფთავისა და უსაფრთხოების კუთხით
  4. ფასი, რომელიც არის საოცრად მიმზიდველი, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ იტალიური წარმოშობის 2მლ. შპრიცირებულ პროდუქტზე.
  5. არ ქვს სეზონურობა, ზამთარში კანი შრება და საჭიროა დატენიანება და აქტიურად ვიყენებ Ashanti-ს, ხოლო ზაფხულში რუჯის შემდეგ მოდის აკნეს შემთხვევები, მომატებული ცხიმიანობა, მოდუნებული კანი და ამ ყველაფრის აღმოფხვრაშიც აქტიურად ვიყენებ.

img

- რა შემთხვევაში გაუწევდა რეკომენდაციას Ashanti -ს?

კოლეგების კუთხით,  თუ სურთ, რომ პაციენტი იყოს შედეგით კმაყოფილი, მობრუნდეს ისევ მასთან, აუცილებლად უნდა გამოიყენონ Ashanti - არასოდეს გაუცრუებს იმედს.

პაციენტის შემთხვევაში კი თუ არიან 30 წლის ზევით, აღენიშნებათ: გამომშრალი, მოდუნებული, არაერთფეროვანი, ნაოჭებიანი კანი, სურთ ოვალის და ყვრიმალის გამოკვეთა, მტევნების დატენიანება და გაახალგაზრდავება, ყელისა და დეკოლტეს არეს გამოცოცხლება - ასეთ შემთხვევებში აუცილებლად გამოვიყენებდი Ashanti-ს.

ASHANTI By Medisepte, Made in Italy 

 

 

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო