მთავარი ბლოგი

Clavea Blanca - პრემიუმ ხაზის მეზოთერაპია - მბზინავი, თანაბარი კანისთვის

26 მარტი, 2025

Clavea Blanca - პრემიუმ ხაზის მეზოთერაპია - მბზინავი, თანაბარი კანისთვის

Clavea Blanca-ზე სასაუბროდ ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი სალიტა მერკვილაძე ავარჩიეთ და მის საკუთარ დერმატო - ესთეტიკურ ცენტრში ვეწვიეთ თბილისის ე.წ. "ფრანგულ უბანში". 

 img

 

  • სალიტა, რადგან ჩვენს ბლოგს არა მხოლოდ ექიმები, არამედ პაციენტებიც კითხულობენ, მოდით დავიწყოთ ახსნით თუ რა არის მეზოთერაპია და მეზო პრეპარატები

პაციენტებისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, მეზოთერაპია არის დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ხდება კანის სხვადასხვა შრეში, მულტიკომპლექსური ნივთიერებების შეყვანა. ესენი შეიძლება იყოს: ვიტამინები, ამინომჟავები, ოლიგოელემენტები, პეპტიდები, მათ შორის ჰიალურონის მჟავაც, რის შედეგადაც ხდება ორგანიზმის მიერ მათი ათვისება. ხოლო მეზო პრეპარატები არის ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების კოქტეილი.

img

 

  • მოგვიყევით: როგორ აღწერდით პროდუქტს Clavea Blanca? თქვენთვის რა იყო მთავარი მოტივატორი მოგესინჯათ ეს პროდუქტი?

Clavea Blanca ჩემთვის პირადად არის საუცხოო პრეპარატი, იქედან გამომდინარე, რომ არის კომპლექსურად ისეთი ნივთიერებების ერთობლიობა, რომლებიც მაძლევს საუკეთესო შედეგს: მუშაობს უშუალოდ ისეთი ტიპის კანზე, რომელიც არის საკმაოდ რთული სამართავად, რადგან გამოხატულია კომბინაციაში სხვადასხვა ჩვენება: გაფართოებული ფორები, შესამჩნევი სიწითლე, კანის არაერთგვაროვანი სტრუქტურა და ჰიპერპიგმენტაცია.

Clavea Blanca-ში არის კონკრეტულად ორი ტიპის ის ნივთიერება, (Vitamin C, ტრანექსამის მჟავა) რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობს ჰიპერპიგმენტაციაზე და იძლევა საოცარ შედეგებს. ვმუშაობთ უშუალოდ ეპიდერმესის შრეში, სადაც მოგეხსენებათ რომ გამომუშავდება მელანოციტები, კანის ფერის განმსაზღვრელი პიგმენტები და ეს პიგმენტები, როდესაც არის დიდი რაოდენობით გამოხატული - C ვიტამინი და ტრანექსამის მჟავა კარგად მუშაობს მათზე და მოყავს კანი ერთგვაროვან სტრუქტურაში.

Clavea Blanca - ს კიდევ ერთი უნიკალურობა არის ის, რომ მისი მათეთრებელი შედეგის გამო, რეკომენდებულია ისეთ დელიკატურ ზონაშიც, როგორიც არის იღლია, თუკი პაციენტს სურს შედარებით გამონათებული კანი ჰქონდეს ამ ზონაში. რეკომენდებულია და აქტიურად გამოიყენება ინტიმურ არეებსა და მუხლებზე ასევე - გათეთრებისა და ლიფტინგის კუთხით.

img

  • რა ტიპის პროცედურები ტარდება პროდუქტით Clavea Blanca და რა შედეგს დებს?

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ Clavea Blanca-ს პროტოკოლის გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ პრეპარატი კეთდება როგორც ინექციურად, ასევე დერმოპენითა და მეზოროლერით, რაც კიდევ ერთი ბენეფიტია კოსმეტოლოგისთვის, რადგან ეს არის პრეპარატი, რომელიც უნდა მოხვდეს კონკრეტულად ეპიდერმესში, სხვანაირად მისი შედეგი იკარგება. როგორც ვთქვით ეს პრეპარატი იდეალურად მუშაობს მელანოციტებზე, რომელიც არის ყველაზე ზედაპირულ შრეში. იმ შემთხვევაში თუ ინექციისას შესაძლოა ზუსტად ვერ განსაზღვრო შრე, ეს გამორიცხულია დერმოპენისა და მეზოროლერის შემთხვევაში. ასევე არის ნაკლებ ტრავმატული და გაცილებით ნაკლებად მტკივნეული. 

ხილული შედეგი Clavea Blanca-ს პროცედურების შედეგად კი გვაქვს: გამკრთალებული ან სრულიად გამქრალი ჰიპერპიგმენტაცია (პროცედურების რაოდენობაზე დაყრდნობით), კანის გაღიავება და ერთ ფერში მოყვანა, ლიფტინგი DMAE-ს ხარჯზე.

img

  • სალიტა, რას ეტყოდით მკითხველს Clavea Blanca -ს ინექციების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.

Clavea Blanca-ს შემთხვევაში უსაფრთხოების კუთხით ერთადერთი ვიტყოდი, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, აუცილებელია პროცედურამდე გაკეთდეს კანქვეშა სინჯი, ხომ არ არის პაციენტი ალერგიული, რომელიმე ინგრედიენტზე. სხვა კუთხით Blanca არის ევროპული წარმოშობის პროდუქტი, შესაბამისად შემადგენელი კომპონენტების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში დარწმუნებული ვართ.

  • რითი გამოარჩევდით Clavea Blanca -ს? რა არის ამ პრეპარატის ყველაზე ძლიერი მხარე?

პირადად ჩემთვის Clavea Blanca გამორჩეული არის უნიკალური შემადგენელი კომპონენტებით, იმ ნივთიერებების ნაზავით რასაც შეიცავს და ამ ნივთიერებების ჩვენებებით. ამ პრეპარატის ჩვენებეში წერია: რომ მუშაობს სიწითლეზე, ჰიპერპიგმენტაციაზე, გაფართოებულ ფორებზე და სახის ლიფტინგზე და ყოველ ჯერზე მე ამ ჩვენებების სისწორეში ვრწმუნდები.

img

  • და ბოლოს, რა შემთხვევაში გაუწევდა რეკომენდაციას Clavea Blanca -ს?

ინექციურ კოსმეტოლოგიაში მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ისევე როგორც ვმუშაობ მე პირადად, პირველ რიგში ვურჩევ უმაღლესი ხარისხისა და სანდრო პროდუქციით მუშაობას, რათა ვიყოთ მაქსიმალურად დაცული და შედეგზე ორიენტირებული.

როგორც დერმატოლოგი, ვფიქრობ რომ კომპონენტები, რომლის მიხედვითაც ვირჩევთ რომელი პრეპარატით ვიმუშაოთ,  საჭიროა  არა მხოლოდ კოსმეტოლოგიური ჩარევის, არამედ სხვადასხვა სამედიცინო ჩვენების დროს და ერთ ერთი ასეთი არის Clavea Blanca- ამიტომ ვურჩევ ჩემს კოლეგებს ამ პრეპარატის გამოყენებას.

img

 

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო