მთავარი ბლოგი
02 სექტემბერი, 2024
Clavea Lumina - კანის სრული გაახალგაზრდავება
ინტერვიუ ექიმ ლელა ყურაშვილთან:
ექიმი დერმატო ვენეროლოგი,
2004 წლიდან მოღვაწეობს ესთეტიკური მედიცინის სფეროში, როგორც ექიმი ინექციონისტი
ხოლო 2014 წლიდან როგორც ინექციური კოსმეტოლოგიის სერტიფიცირებული ტრენერი და პედაგოგი.
- ქ-ნო ლელა, რა არის ბიორეპარანტი?
მოდით ცოტა შორიდან მოვუაროთ და ავხსნათ: მეზოთერაპია არის ყოველთვის კოქტეილი - ვიტამინების, ნუკლეოტიდების, პეპტიდებისა და ამინომჟავების ნაკრები.
ბიორევიტალიზაცია, კი ყოველთვის წარმოდგენილია ჰიალურონის მჟავის ხაზით, სადაც შედარებით მაღალი კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავა გვხვდება.
ბიორეპარანტი _ მარტივ ენაზე რომ ავხსნათ არის მიქსი, მეზო და ბიო პრეპარატების, ხოლო უფრო რომ განვავრცოთ: არის მრავალკომპონენტიანი კოქტეილი, ჰიალურონის მჟავის ბაზაზე.
ესპანური ბრენდის Clavea-ს Limina-ც არის ბიორეპარანტი, რომელსაც აქვს ისეთი აქტიური ინგრედიენტები, როგორებიცაა: დაბალმოლეკულური 1%-იანი ჰიალურონის მჟავა, რძემჟავა,B ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი A, გლუტათიონი, ნატრიუმის ასკორბატი, არგირელინი, რეტინილ პალმიტატი, ვიტამინი E და ა.შ 37 აქტიური ინგრედიენტი. ჩემთვის, როგორც დერმატოლოგისთვის მსგავსი ტიპის პრეპარატები უფრო მისაღებია, რადგან ატარებენ თერაპიულ, სამკურნალო თვისებებს და შედეგი ნარჩუნდება შედარებით ხანგრძლივად.
- Lumina Face Rejuvenation პროცედურა რომ აგვიღწეროთ?
პროცედურა სასურველია ჩატარდეს 3-ჯერ ზედიზედ, 15 დღიანი ინტერვალით. ერთჯერადად ჩატარებული პროცედურა შედეგს არ მოგვცემს და აუცილებელია, თავიდანვე შევუთანხმოთ პაციენტს, რომ არ ჩააგდოს პროცედურები საურველი შედეგის მისაღწევად.
ტექნიკას რაც შეეხება, პრეპარატი არის ზოგადად თხელი და პაპულებად მუშაობის თემა არ იქნება ეფექტური, მე ვაკეთებ 30G 13mm ნემსით, რეტროგრადულად.
თავად პრეპარატი არის ძალიან საინტერესო შეფუთვით წარმოდგენილი, 3 კარპულა ერთი დგუშით, გათვლილია სამივე პროცედურაზე ერთ პაციენტთან, შედარებით მცირე ფართობის შემთხვევაში,
ან ერთი პროცედურის ფარგლებში 3 ზონაზე, მეტი ფართობიდან გამომდინარე: თუ პაციენტს აქვს სურვილი ჩართოს ყელიც და დეკოლტეც. ასევე შესაძლებელია გაკეთდეს ხელებზეც. ამ შემთხვევაში პაციენტს განმეორებით პროცედურაზე ვიბარებთ 3 კვირის შემდეგ.
ლუმინას გაკეთება ასევე შესაძლებელია თვალთან ძალიან ახლოს, ორბიტის ძვალზე, თუმცა მე პირადად არ გავცდებოდი ორბიტის ძვალს, რადგან პრეპარატი საკმაოდ დატვირთულია კომპონენტებით და შეშუპების თავიდან ასაცილებლად.
თუ პაციენტი მოგყვებათ თერაპიულ მოვლაზე, ამ კურსის განმეორებისთვის დაიბარეთ 6 თვეში.
ასაკს რაც შეეხება, 25 წლიდან ზევით, შეგვიძლია თავისუფლად დავნიშნოთ.
- მოდით ვისაუბროთ Clavea Lumina-ს ინექციების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე
უსაფრთხოების კუთხით, მე პირადად მაქვს ასეთი მიდგომა: გართულებას ვერ გათვლი ვერასდროს, რაც არ უნდა დეტალურად აიღო ანამნეზი, ხშირად პაციენტებსაც არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე რომლებსაც ვუსვამთ, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია პირველ რიგში ორგანიზმის იმუნურ სტატუსზე და აქვე გასათვალისწინებელია პეპტიდები და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა პრეპარატში, რომლებზეც შესაძლოა დაფიქსირდეს ალერგიული რესაქცია, რისი მართვაც შესაძლებელია, მთავარია ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ ეს პროცესები.
მეორეს კუთხით, შეიძლება ზოგს ჰქონდეს ჰიალურონის მჟავის აუტანლობა.
ამიტომ მთავარია მაინც ვაკონტროლოთ ალერგიის პირველი ნიშნები: წვის შეგრძნება და ქავილი და თუ ეს სიმპტომები გაჩნდა, მაშინვე უნდა მივიღოთ ზომები, უნდა ჩავრთოთ ანტიჰისტამინური პრეპარატები.
- რითი გამოარჩევდით Clavea Lumina-ს?
მოდით დავიწყოთ საუბარი პაციენტის პერსპექტივიდან, პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ აღენიშნებოდეს პოსტპროცედურული შეშუპება, რაც გვხვდება ხოლმე კლასიკური ბიორევიტალიზაციისა და ბუსტერის შემთხვევაში.
მაშინ როდესაც Clavea Lumina-ს ინიცირების შემთხვევაში შეშუპება თითქმის გამორიცხულია, რადგან ეს პრეპარატი ააქტიურებს ჩვენს ბუნებრივ რესურსს, უჯრედშორის მატრიქსში წარმოიქმნება ჩვენივე ორგანული ჰიალურონის მჟავა, აქტიურდება ჩვენივე ორგანული კოლაგენი, ელასტინი და ამიტომ შეშუპებას არ გვაძლევს.
Clavea Lumina-ს განსაკუთრებით ვურჩევდი საშუალო ასაკის ქალბატონებს, ასევე ცხიმიანი კანის თანამდევი პრობლემების გამოსასწორებლად: პოსტაკნე ნაწიბურები, კანის დეფორმაცია, უსწორმასწორო რელიეფი.
გამოვყოფდი ამ პრეპარატის განსაკუთრებულობას იმ კუთხით, რომ შედეგი დგება პირველივე გამოყენებისთანავე, ნებისმიერი მორფოტიპის დროს: ნაოჭოვანი იქნება, კუნთოვანი თუ დეფორმაციული გვაძლევს სწრაფ ეფექტს. თუმცა რეკომენდებულია გაკეთდეს როგორც კურსი, რათა პრეპარატმა დადოს მაქსიმალური შედეგი.
შედეგად ვიღებთ კანის სიგლუვეს, მოხსნილია შეშუპება, შეცვლილია ეპიდერმისის რელიეფი და კანის ფერი, ხდება პიგმენტური ლაქების გასადავება და კანი მოდის ტონუსში.
განსაკუთრებულად კარგად ჩანს Clavea Lumina-ს ინექციის შედეგები, როდესაც არის პაციენტი წარმოდგენილი „დაღლილი“ ან „ნაოჭოვანი“ მორფოტიპით და ეს ნამდვილად არის ერთ ერთი განმასხვავებელი ნიშანი სხვა პრეპარატებისგან.
- მოდით განვიხილოთ თავად პროცედურა, რომელსაც Lumina Face Rejuvenation ეწოდება, როგორი იყო შედეგი
პირველად პრეპარატი გავაკეთე 50/55 წლის ასაკის ქალბატონზე, მივიღე საოცარი კანის სიგლუვე, ახალგაზრდული ბზინვარება და სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა. პროდუქტი ფორმულირებულია ვიტამინებისა და ამინომჟავებისგან მიღებული 37 აქტიური ინგრედიენტის ნაზავით, ნატრიუმის ჰიალურონატის დამატენიანებელ უნარებთან ერთად, ეს მოწინავე ფორმულა იძლევა შეუდარებელ ინტრადერმალურ გაახალგაზრდავებას.
ტექნიკა, რასაც ვიყენებთ კონკრეტული პროცედურის დროს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანს ვემსახურებით, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ოვალის დეფორმაცია, კანის დაზიანებული უბნები, პიგმენტაცია, საჭიროებდეს ლიფტინგს. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ ანატომია, რომ სწორად განვსაზღვროთ ტექნიკები სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის დროს:
არსებობს ასეთი რეპერული ზონები, ანუ დამჭერი ლიგამენტები და ამ წერტილებში როცა ვაკეთებთ ძირითად დატვირთვას, მაშინ ვიღებთ ლიფტინგს და ასე შემდეგ.
- რა შემთხვევაში გაუწევდა რეკომენდაციას Lumina Face Rejuvenation-ს?
პირველ რიგში შემადგენლობის გამო, ამ პრეპარატში ერთად არის თავმოყრილი 37 სასარგებლო ინგრედიენტი, რომელთაგანაც თოთოეულს აქვს თავისი ფუნქცია კანის გაჯანსაღების კუთხით. ერთი პრეპარატით შეგვიძლია გადავჭრათ შეშუპების პრობლემა (იხილეთ პროცედურის შემდგომ პაციენტის ფოტო), დატენიანების, პიგმენტაციის, ლიფტინგის, გამონათების და რაც მთავარია ასაკი არ აქვს შეზღუდული.
მე პირადად ვურჩევდი 25 წლიდან ადამიანებსაც, რომლებიც აქტიურად იყენებენ ინსოლაციას (დადიან სოლარიუმებში) და შედეგად აქვთ გაუწყლოვანებული კანი და ამავდროულად 60 წლის ადამიანსაც და ორივე შემთხვევაში ვიცი, რომ ეს კონკრეტული პრეპარატი მომცემს სასურველ შედეგს.
რადგან არის ხოლმე შემთხვევები, როცა ზოგიერთ კოქტეილს, რომელიც კარგად მუშაობს ახალგაზრდა კანზე, არ აქვს იგივე შედეგი ასაკოვან კანზე. ამ პრეპარატის გამოყენებისას ორივე შემთხვევაში თვალნათლივ ვხედავთ შედეგს კანზე.
ზუსტი ინექციების სერიის მეშვეობით, Lumina Face Rejuvenation ღრმად აღწევს კანის ფენებში და აწვდის ძლიერ ინგრედიენტებს პირდაპირ იქ, სადაც ისინი ყველაზე მეტად საჭიროა. შედეგად ვიღებთ კაშკაშა სახის ფერს და გამოხატულ გაახალგაზრდავების პროცესს.
პაციენტი პროცედურის დასრულებიდან 3/4 წუთის შემდეგ
აღწერა
Clavea Restore - პრემიუმ ხარისხის ბიო სტიმულატორი
Skinotheque პროდუქტების პრეზენტაცია 2 სექტემბერი, ქუთაისი
სკინოთეკას პროდუქტების პრეზენტაცია 1 აგვისტო, ბათუმი
Clavea Polynucleotides - ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია
Skinothéque-ს პროდუქტების პრეზენტაცია, 2 ივლისი
Clavea ReShape - ლიპოლიტიკური მეზოთერაპია
Clavea BioHair - თმის მეზოთერაპია
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში