მთავარი ბლოგი
05 ივლისი, 2024
Clavea Polynucleotides - ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია
წარმოგიდგინოთ Clavea-ს პოლინუკლეოტიდებს - უნიკალური ინოვაციური კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში პოლიდეზოქსინუკლეოტიდების (ჰიდროლიზებული დნმ და რნმ) გარდა შესულია ისეთი აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა მანიტოლი, პროპილენ გლიკოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნიაცინამიდი, ვიტამინი B3, არგირელინი, აცეტილჰექსაპეპტიდი 8, ნატრიუმის ფოსფატი, ვიტამინი B1.
ინტერვიუ ექიმ რუსუდან აბზიანიძესთან
ექიმი პედიატრი, დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი-კოსმეტოლოგი
- რუსო, მოდით მკითხველს ავუხსნათ რა არის პოლინუკლეოტიდები?
პოლინუკლეოტიდები, ნუკლეინის მჟავები არის ბიოპოლიმერები, რომლებიც წარმოიქმნება ნუკლეოტიდური ჯაჭვების გამოყენებით (მათ აქვთ აზოტოვანი ფუძე, ნახშირწყლების ნარჩენი და ფოსფატის ჯგუფი). მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლინუკლეოტიდები (შემოკლებით PDRN-პოლიდეზოქსირიბონუკლეოტიდები) არის დნმ-ის სტრუქტურული კომპონენტები (მათი ჰიდროლიზებული ფრაქცია).
PDRN - ეს არის ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ინოვაციური პერსპექტიული მიმართულება, სახისა და სხეულის ქსოვილების გაახალგაზრდავების უახლესი ტენდენცია, რომელიც გულისხმობს უჯრედშორისი სივრცეების აღდგენას პოლინუკლეოტიდების (ნუკლეინის მჟავების) შემცველი პრეპარატებით, რომლებსაც აქვთ რეგენერაციისა და უჯრედების გაყოფის პროცესების გააქტიურების უნარი. ეს რთული ცილები მიიღება ნუკლეინის მჟავებისგან, ისინი ორი ტიპისაა (რნმ-რიბონუკლენის მჟავა და დნმ-დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა).
- აგვიხსენი პოლინუკლეოტიდების მოქმედება
ორგანიზმში მოხვედრისას, PDRN „ანაცვლებს“ უჯრედების დაზიანებულების ფრაგმენტებს და ასტიმულირებს ახლის სინთეზს.
პოლინუკლეოტიდები ძლიერად ასტიმულირებენ უჯრებში მეტაბოლურ პროცესებს, მათ აღდგენას და გაყოფას. კანი თავად იწყებს ჰიალურონის მჟავის, ახალგაზრდა ფიბრობლასტების გამომუშავებას. ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, იცავს კანს ულტრაისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან.
- როგორ წარმოიშობა პოლინუკლეოტიდები?
ყველას ყოველთვის აწუხებს პოლინუკლეოტიდების წარმოშობა, რადგან ისინი მიღებულია ქაშაყის რძის (დნმ-ის ფრაგმენტებიდან), რადგან ისინი ყველაზე მეტად ჰგვანან ადამიანისას. ყველაფერი მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხოა, ამ გზით მიღებული PDRN არ შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, არ შეიცავს აქტიურ ცილებს და პეპტიდებს და, შესაბამისად, უსაფრთხოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ეფექტურობა დამოკიდებულია იზოლირებული PDRN ჯაჭვის ფორმასა და სიგრძეზე, ბიორეპარანტის დამზადებების წესზე. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო გამოხატული იქნება ეფექტი.
- როგორია PDRN-ის მოქმედების მექანიზმი?
როდესაც დნმ-ის ფრაგმენტი, რომელსაც შეიცავს კლავეა PDRN-ი, შედის უჯრედშორის სივრცეში, ჩვენი ორგანიზმი ამას აღიქვამს, როგორც უჯრედის შიგნით „ზიანს, რღვევას“.
ანუ ნუკლეოტიდი, რომელიც ნორმალურ ბუნებრივ პირობებში უნდა იყოს უჯრედის ბირთვში, აღმოჩნდა მის საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, ორგანიზმი, რომელმაც გააცნობიერა, რომ უჯრედი დაზიანებულია, მყისიერად აგროვებს მთელ თავის ძალას ზიანის აღსადგენად.
შემდეგ იწყება რეაქციების და მოქმედებების სერია (ზემოქმედება A2A ადენოზინის რეცეპტორებზე): PDRN ააქტიურებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას და, შესაბამისად, ასტიმულირებს საკუთარ უჯრედებს, რომ გამოიმუშაონ ელასტინი და კოლაგენი. გარდა ამისა, მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებენ ქსოვილების ტროფიზმს და არეგულირებენ მელანოციტების ფუნქციონირებას.
- რა განსხვავებაა PDRN-თ და სუფთა ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ ბიორევიტალიზაციას შორის?
ბიორევიტალიზაციის პროცედურები ჰიალურონის მჟავით და პოლინუკლეოტიდებით განსხვავდება მიღწეული ეფექტით. ჰიალურონის მჟავის მთავარი თვისება კანის დატენიანებაა. გარდა ამისა, ის ააქტიურებს ფიბრობლასტების მუშაობას და შემდგომში ელასტინის და კოლაგენის წარმოებას. ხოლო PDRN ასტიმულირებსმეტაბოლიზმის, უჯრედების აღდგენისა და გაყოფის პროცესებს. კანი იწყებს საკუთარი კერატინოციტების, ფიბრობლასტების და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას. ასევე პოლინუკლეოტიდები ხელს უწყობენ კანის სტრუქტურების მოცულობის გაზრდას და აქვთ ხანგრძლივი რეპარაციული ეფექტი.
ასეთი შინაგანი მუშაობის შედეგი (კოლაგენის სტიმულაცია) გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ სასურველ ლიფტინგს . ეფექტურობა დგება რამდენიმე დღის შემდეგ, და ეფექტი ხანგრძლივი და მდგრადია. აქვე ავღნიშნავ რომ კლავეა პოლინუკლეოტიდები შეიცავს ჰიალურონის მჟავასაც.
- რუსო, მოდით ვისაუბროთ PDRN-ის ძირითად თვისებებზე.
პოლინუკლეოტიდების მთავარიდანიშნულება არის ჩვენი უჯრედების სტიმულირება ახალი კოლაგენური ბოჭკოების შესაქმნელად. ისინი არიან ეგრეთ წოდებული "ნეოკოლაგენეზის სტიმულატორები".
• ქსოვილების აღდგენისა და რეგენერაციის სტიმულირება;
• ფიბრობლასტების მიერ კოლაგენის, ელასტინის და არაკოლაგენური მოლეკულების გამომუშავების გაზრდა;
• სისხლძარღვთა ტროფიკის აღდგენა, კანში მეტაბოლური პროცესების გააქტიურება (დაჩქარება);
• პიგმენტაციის ნორმალური პროცესის აღდგენა, მელანოციტების ფუნქციონირების რეგულირება;
• კანზე ანთებითი პროცესების აღმოფხვრა (გამონაყარი, აკნე);
• კანის ელასტიურობისა და დატენიანების გაზრდა (განსაკუთრებით ჰიალურონის მჟავასთან ერთად);
• სისხლძარღვთა კედლების აღდგენა და როზაცეას გამოვლინების შემცირება (აუმჯობესებს ანგიოგენეზს);
• კანის ხარისხის ზოგადი გაუმჯობესება: ტონუსის და ტექსტურის გაუმჯობესება, ნაოჭების სიღრმის შემცირება და გასადავება;
• უჯრედების დაცვა A და B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისაგან.
• შთანთქავს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური ეფექტი).
ასევე აღსანიშნავია კლავეა პოლინუკლეოტიდების სხვა აქტიური კომპონენტებიც:
ნიაცინამიდი არის ვიტამინის B₃ ვიტამინის წყალში ხსნადი ფორმა, რომელიც გამოიყენება აკნეს, პიგმენტაციისა და ასაკთან დაკავშირებული კანის ცვლილებებთან საბრძოლველად.
ის კიდევ უფრო აძლიერებს ფორმულის ეფექტურობას.
ასევე გამოვყოფ მანიტოლის რამოდენიმე თვისებას, ის ზრდის წამლის ექსპოზიციის ხანგრძლივობას, ანეიტრალებს წამყვან ჟანგვის ფაქტორს -OH-ს, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს შეშუპების განვითარების ალბათობას.
და ბოლოს...
არგირელინი - სინთეზური პეპტიდი ბოტოქსის მსგავსი ეფექტით. ის აფერხებს კუნთების მოძრაობას, ზრდის ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებას და ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში.
- ასევე ავღნიშნოთ პოლინუკლეოტიდების პრაქტიკული გამოყენება კოსმეტოლოგიაში.
პოლინუკლეოტიდების გამოყენების დიაპაზონი შეუზღუდავია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის მოთხოვნა ეხება კანის მაღალი ხარისხის გაახალგაზრდავებას. უფრო მეტიც, PDRN კარგად უმკლავდება როგორც დაბერების პირველ ნიშნებს, ასევე აახალგაზრდავებს ხანდაზმული პაციენტების კანსაც.
გარდა ამისა, PDRN ეფექტურია თვალების ირგვლივ დელიკატური და ნაზი ზონისთვის. პაციენტების უმეტესობა კოსმეტოლოგებთან მიდის პერიორბიტალური ზონის გაჯანსაღების მოთხოვნით, რადგან ამ ზონაზე ყველაზე ადრეა შესამჩნევი დაბერების ნიშნები (წვრილი ნაოჭები, მუქი წრეები, ელასტიურობის დაკარგვა).
ზოგიერთი პაციენტისთვის ამ ზონაში ბიორევიტალიზაციის შემავსებლით კორექცია არასასურველია. ვინაიდან ხშირია თვალის ქვედა ქუთუთოს ქვეშ გამოხატული ე.წ. ბალიშები და ქსოვილების არასაკმარისი ელასტიურობა, სწორედ ამიტომ, ისეთი ბიოსტიმულატორები, როგორიცაა პოლინუკლეოტიდები, არის დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის ერთადერთი ბუნებრივი ალტერნატივა პერიორბიტალურ ზონაში.
გარდა ამისა, პოლინუკლეოტიდები ეფექტურად მოქმედებს ხელების, კისრის, დეკოლტეს, სახის კანის გაახალგაზრდავებაზე.
რაც შეეხება შედეგების სიჩქარეს და მყისიერებას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, ასაკზე .
* თვალების ირგვლივ: ეფექტი სწრაფად მიიღწევა, პრეპარატი გააგრძელებს ქსოვილების სტიმულირებას კიდევ 12 კვირის განმავლობაში და შედეგი თანდათან გაუმჯობესდება;
* სახე, კისერი, დეკოლტე: შედეგები გამოჩნდება გაუმჯობესებული ელასტიურობით და კანის ხარისხის გაუმჯობესებით საშუალოდ ერთ კვირაში.
- მოდით შევეხოთ უმთავრეს საკითხს: პოლინუკლეოტიდებით ინექციების უსაფრთხოება და ეფექტურობა?
პროდუქტები არ იწვევენ ალერგიულ ან იმუნურ რეაქციებს, რადგან ისინი გამოიყოფა და იწმინდება მაღალ ტემპერატურაზე უცხო ცილებისგან, ვიტამინებისა და ამინომჟავებისგან.
- რა სიხშირით გამოვიყენოთ პოლინუკლეოტიდები?
პოლინუკლეოტიდების ინიცირება ხდება შუა დერმაში. პოლინუკლეოტიდების ინექციის კურსს, მეთოდს ადგენს მხოლოდ ექიმი კოსმეტოლოგი თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. რეკომენდებულია 3-4 პროცედურის ჩატარება საშუალოდ 2 კვირის ინტერვალით.
გამოყენების ზონა - სახე, ყელი, დეკოლტე, მკერდი, ხელები, თვალის მიმდებარე ზონები.
პრეპარატი წარმოდგენილია 10 მლ ამპულის სახით - https://skinotheque.com/product/Polynucleotides
- მათთვის ვისაც ვიდეო კონტენტი ურჩევნია ❣ ⬇
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში