მთავარი ბლოგი
23 იანვარი, 2025
TC MAX - ქსოვილის პროფესიონალური სტიმულატორი
ინტერვიუ ექიმ რუსო რევიშვილთან
_______________________________
- რუსო, რა არის ქსოვილის პროფესიონალური სტიმულატორი და როგორ მუშაობს?
ქსოვილის პროფესიონალორი სტიმულატორები ძირითადად ასტიმულირებენ ქსოვილში ნივთიერებებს, რომლებიც კონკრეტულ ქსოვილს სჭირდება რეგენერაციისთვის. მუშაობენ ფიბრობლასტების სტიმულაციაზე, ფიბრობლასტი ასტიმულირებს კოლაგენსა და ელასტინს, რაც ზოგადად კანის ელასტიურობასა და ტურგორზეა პასუხისმგებელი. სწორედ კოლაგენისა და ელასტინის დეფიციტი, რომელიც წლების მატებასთან ერთად უფრო და უფრო იჩენს თავს ჩვენს ორგანიზმში, იწვევს კანის დაბერების პროცესებს.
იმისთვის რომ შევინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე ქსოვილის სტიმულაციები საჭიროა და აუცილებელიც კი გარკვეული ასაკიდან. თანამედროვე სამყაროში, ბევრი მიზეზის და მათ შორის ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხდა სიბერის “გაახალგაზრდავება”და შესაბამისად 25 წლის ასაკის შემდგომ უკვე იკლებს კოლაგენისა და ელასტინის სეკრეცია. ამიტომ წარმოიქმნება საჭიროებაც და ვალდებულებაც დავეხმაროთ კანს სხვადასხვა პროცედურებით და ვასტიმულიროთ ორგანიზმში კოლაგენი და ელასტინი.
ასევე სტიმულირება ზოგჯერ საჭიროა კონკრეტულად დაზიანებული ქსოვილის აღსადგენადაც.
- რა არის TC MAX ?
TC Max შექმნილია ქსოვილის სტიმულაციისა და კანის რეგენერაციისთვის. ეს არის პირველი ტიპის ტროპოკოლაგენი ჰიალურონის მჟავასთან კომბინაციაში თანაფართობით Ha 10/1ml + Tropocollagen Type1 50ml/1ml.
ტროპოკოლაგენი არის პოლიმერული ცილა, ცხოველური კოლაგენი, რომელიც კონკრეტულად ქსოვილში აღმოფხვრის დაზიანებებს და იწვევს რეგენერაციას, იქედან გამომდინარე, რომ მოქმედებს უჯრედგარე მატრიცაზე, აქვს აღმდგენითი ფუნქციები და ამის გამო მარტივად ერევა კანის ისეთ დაზიანებებს, როგორებიცაა პოსტაკნე ნაწიბურები.
აქვე, მე როგორც კომპანია სკინოთეკას თანამშრომელმა, მინდა ავღნიშნო ამ მოკლე პერიოდში (5 თვეა რაც ბაზარზე შემოვიტანეთ) ამ კონკრეტული პროდუქტის შესაშური პოპულარობა, თამამად ვიტყოდი რომ უკვე კომპანიის ბესტსელერების ხუთეულში შედის და და ამის მიზეზად ვხედავ იმას, რომ ბაზარზე წარმოდგენილ კოლაგენის შემადგენლობის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, TC Max გამორჩეულია იმით, რომ ეს არის ხელოვნური კოლაგენი ბიორევიტალიზაციასთან ტანდემში.
TC Max თავისი მუშაობის პრინციპით საკმაოდ კარგად ერევა მსუბუქ კელოიდებს, სტრიებს, მუშაობს კანის ტურგორზე, ასტიმულირებს კოლაგენს და ელასტინს, აფერხებს დაბერების პროცესს და შეგვიძლია გამოვიყენოთ ადრეულ ასაკში ისეთ პაციენტებთანაც, რომლებსაც აქვთ პოსტაკნე დაზიანებები, ხოლო უფრო ასაკოვან პაციენტებში ასევე რეკომენდებულია როგორც კარგი დამატენიანებელიც, რადგან ასაკოვან პაციენტებში უფრო გამოხატულია კოლაგენის დეფიციტი და ამ პრეპარატით დატენიანებასთან ერთად ვაწვდით კოლაგენსაც, რაც ბუნებრივია ზრდის შედეგის ეფექტურობას.
- რა პროცედურები კეთდება პრეპარატით TC MAX- რომ აგვიღწეროთ? და როგორია შედეგი?
დავიწყებ იმით, რომ TC Max არ არის მონო პრეპარატი, ეს არის კომბინირენული პრეპარატი ტროპოკოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის კომბინაციით, შესაბამისად ამ პროდუქტით შეგვიძლია გავაკეთოთ: დატენიანების პროცედურა, კოლაგენისა და ელასტინის სტიმულირება, პოსტაკნე კანის მოვლა, აკნეს შემდგომი ლაქების მოვლა, სტრიების გაფერმკრთალება - გასადავება, კანის რეპარაცია.
თავად ტროპოკოლაგენი ადამიანის ფიბრობლასტების მიერ გამომუშავებული კოლაგენის იდენტურია და აქტიურად მუშაობს უჯრედგარე მატრიქსის რეკონსტრუქციაზე, ასტიმულირებს ფიბრობლასტებში როგორც კოლაგენის ასევე ელასტინის გამომუშავებას, რაც თავის მხრივ აისახება ქსოვილის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე.
შედეგებს რაც შეეხება, ვიღებთ გლუვ კანს, შემცირებულ ფორებს, კანის ტურგორის მკვეთრად გაუმჯობესებას და საკმაოდ ღრმა დატენიანებას.
ძალიან მნიშვნელოვანია აქვე ავღნიშნო, რომ TC Max -ით ჩატარებული პროცედურები ნაკლებად მტკივნეულია, ზოგადად კოლაგენი საკმაოდ მწარეა, მაგრამ იმის ხარჯზე რომ TC Max არის კომბინირებული პრეპარატი, ჰიალურონის მჟავა უნეიტრალებს სიმწარეს და შედეგად პროცედურა ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც არის გაცილებით კომფორტული.
- მოგვიყევით TC MAX -ის ინექციების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.
დავიწყებ იმით, რომ პროდუქტის უსაფრთხოება პირველ რიგში მის წარმოებასთან არის კავშირში, ვიცით რომ TC Max არის იტალიური წარმოების ბიორეპარანტი, რაც გარანტია უსაფრთხოდ ინიცირების.
რაც სეეხება ეფექტურობას, პრეპარატი ხასიათდება მსუბუქი, თხელი კონსისტენციით, კარგად დიფუზირდება და არ რჩება დერმაში პაპულების სახით და უმოკლეს დროში ვიღებთ გაუმჯობესებულ ტურგორს და დატენიანებული ქსოვილის ეფექტს.
- რითი გამოარჩევდით TC MAX -ს?
პირველ რიგში გამოვარჩევდი წარმოშობით, მე პირადად როგორც ექიმი, უპირატესობას ვანიჭებ ევროპულ და განსაკუთრებით იტალიური წარმოშობის პრეპარატებს.
გამოვარჩევდი კომბინაციით, კოლაგენისა და ჰიალურონის შემადგენლობა არის ერთ ერთი ის ფაქტორი, რომელიც უნიკალურს ხდის ამ პროდუქტს და არის უდიდესი კომფორტი მუშაობის თვალსაზრისით.
გამოვარჩევდი შეფუთვით: თავად პრეპარატი 10მლ. ფლაკონებშია რაც საშუალებას მაძლევს ვიმუშაო საჭირო რაოდენობის პროდუქტის გამოყენებით.
და განსაკუთრებით გამოვარჩევდი შედეგით, რომელიც სიმართლე გითხრათ საკმაოდ დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა გატესტვის შედეგად, ველოდი - მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა.
TC Max ასევე გამოირჩევა უნივერსალურობით:
- რა შემთხვევაში გაუწევდა რეკომენდაციას TC MAX -ს?
როდესაც ვსაუბრობთ კოლეგებთან რეკომენდაციის გაწევაზე, აქ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ამ ეტაპზე, კოსმეტოლოგიური პრაქტიკის გარდა დასაქმებული ვარ წარმომადგენლობაშიც და შესაბამისად მიწევს აქტიურად ვიყო ჩართული რეკომენდაციების და რჩევების პროცესში. როდესაც კოლეგებთან მაქვს საუბარი რეკომენდაციები არის: პოსტაკნე ნაწიბურებზე მუშაობა, მკვეთრად გამოხატულ ტურგორის დარღვევის შემთხვევაში, ასაკობრივი ბრილებით პაციენტები, მსუბუქი კელოიდების დროს, კოლაგენის დეფიციტის დროს, სტრიების დროს, როდესაც ფიბრობლასტს შემცირებული აქვს რესურსი კოლაგენის წარმოებისთვის, ასევე კანზე ფიბროზული უბნების არსებობისას შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც ტოტალურად ასევე ლოკალურად კანის საჭირო უბნებზე.
რაც შეეხება პაციენტებს: TC Max იდეალურად და საკმაოდ ბიუჯეტურად მუშაობს როგორც მსუბუქი ბიორევიტალიზანტიც და როგორც კოლაგენოსტიმულატორი.
პაციენტებში პირველივე პროცედურიდან შეინიშნება ტურგორის მომატება პოსტაკნე დაზიანებების შემცირება და დატენიანება.
TC Max საქართველოში არის უკვე 5 თვეა და დღემდე არც ერთი უკუჩვენება არ გამოვლენილა.
აღწერა
Geo Bio Revitalizing 60 - ბიორევიტალიზაცია 20 ამინომჟავით
Elements System by Laboratori Collagenil
Clavea Restore - პრემიუმ ხარისხის ბიო სტიმულატორი
Skinotheque პროდუქტების პრეზენტაცია 2 სექტემბერი, ქუთაისი
Clavea Lumina - კანის სრული გაახალგაზრდავება
სკინოთეკას პროდუქტების პრეზენტაცია 1 აგვისტო, ბათუმი
Clavea Polynucleotides - ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია
Skinothéque-ს პროდუქტების პრეზენტაცია, 2 ივლისი
Clavea ReShape - ლიპოლიტიკური მეზოთერაპია
Clavea BioHair - თმის მეზოთერაპია
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში