მთავარი ბლოგი

STYLEMA - მომდევნო თაობის ფილერები

23 აპრილი, 2025

STYLEMA - მომდევნო თაობის ფილერები

Stylema - დაიბადა რომის შუაგულში, ქალაქში, სადაც სილამაზე საუკუნეების მანძილზე იძერწებოდა და მეცნიერება და ხელოვნება უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი.

Stylema უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შემავსებელი. ეს არის ესთეტიკური მედიცინის წიგნის მომდევნო თავი, სადაც მთავარი საზომი ერთეული უსაფრთხოება, უზადოდ გასუფთავებული პროდუქტები, სიზუსტე და ელეგანტურობაა. 

Laboratori Collagenil-ის მიერ შემუშავებული Stylema არის მომდევნო თაობის ფილერები, რომელიც შექმნილია უსაფრთხოებისა და ინოვაციების უმაღლესი სტანდარტებით. მის ბირთვში დევს უაღრესად გაწმენდილი ჰიალურონის მჟავა, გაძლიერებული ორი აუცილებელი ამინომჟავით: გლიცინი და პროლინი - მოლეკულები, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება კოლაგენში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტრუქტურაზე, ელასტიურობასა და რეგენერაციულ სილამაზეზე.

img

და მაინც რა გამოარჩევს Stylema-ს?

MDR სერთიფიკატი - ნდობის სიმბოლო. Stylema ფლობს ევროპის სამედიცინო მოწყობილობების რეგულაციის (MDR) სერთიფიკატს, რომელიც უზრუნველყოფს უკომპრომისო უსაფრთხოებას, კლინიკურ საიმედოობას და ხარისხის მკაცრ კონტროლს. Skinothéque ამაყობს, რომ ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც დანერგა ამ დონის სერტიფიცირების მქონე პროდუქტი.

ბიოლოგიური ინტელექტი - ახალი ფორუმულის ფილერი, არ არის მხოლოდ შემავსებელი, ის საერთო რიტმში აერთიანებს, ჰარმონიზაციას ახდენს და ასტიმულირებს ქსოვილს, რის შედეგადაც იდეალურობის შეგრძნება ჩნდება, თითქოს ყველაფერი ზუსტად ასეც უნდა ყოფილიყო. 

სიზუსტე + შესრულება – Stylema აძლევს ესთეტიკოს პროფესიონალებს უფლებას შეასრულონ თითოეული პროცედურა გააზრებულად და უზუსტესად - იქნება ეს კონტურების დახვეწა, მოცულობის აღდგენა თუ ტუჩის სრულყოფა.

რას ნიშნავს სტილემა საქართველოსთვის
ეს არ არის მხოლოდ ახალი პროდუქტის ბაზარზე შემოტანა და გაცნობა - ეს მთელი მოძრაობაა ესთეტიკურ მედიცინაში - მისიით ავამაღლოთ სტანდარტები, განათლება და ვიზეიმოთ სილამაზე, მისი ყველაზე დახვეწილი ფორმით.

img

რატომ გლიცინი და პროლინი?
 

გლიცინი და პროლინი, ორი ამინომჟავა, რომლებიც გამოყენებულია Stylema-ს ფორმულის ბირთვში, არ არის მხოლოდ ინგრედიენტები - ისინი არიან კანის სიცოცხლისუნარიანობის არქიტექტორები. მათი როლი სცილდება დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებას: ისინი ინარჩუნებენ, იცავენ და აძლიერებენ ახალგაზრდული კანის არსს.

კოლაგენის მდუმარე მცველები - ახალგაზრდა კანშიც კი კოლაგენი მუდმივად უნდა განახლდეს. გლიცინი და პროლინი კვებავს ამ ციკლს, ხელს უწყობს მყარ, ელასტიურ და გამძლე ტექსტურის შენარჩუნებას. მათი არსებობა ხელს უშლის ასაკობრივი ნიშნების გამოჩენას.

ჰიდრატაციის სიმფონია - ჰიალურონის მჟავასთან შერწყმისას ეს მოლეკულები იქცევა დატენიანების გამაძლიერებლებად - აძლიერებს უჯრედგარე მატრიქსს და ინარჩუნებს ტენიანობას, მკვრივ ბზინვარებას. უკვე დატენიანებულ კანზეც კი, ისინი ახანგრძლივებენ ბალანსს, რაც უზრუნველყოფს ბზინვარების არა მხოლოდ აღდგენას, არამედ მდგრადობას.

img

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო