მთავარი ბლოგი
31 მაისი, 2024
Clavea ReShape - ლიპოლიტიკური მეზოთერაპია
ინტერვიუ ექიმ თამარ ხახიშვილთან
პრევენციული მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი
ექიმი-ეპიდემიოლოგი
ექიმი-კოსმეტოლოგი, ინექციონისტი
ლიპოლიტიკური მეზოთერაპია არის პროცედურა, რომელიც ასუსტებს და შლის ლოკალურად დაგროვებულ ცხიმს. პროცედურის შედეგად ხდება ცხიმოვანი ფენის შემცირება და ის ბიოლოგიური გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან.
მოგვიყევით თავად პროცედურის შესახებ:
- ლიპოლიტიკური მეზოთერაპია არ არის ერთჯერადი პროცედურა და აუცილებლად ტარდება კურსის სახით. ხოლო კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცხიმოვანი ფენის ინტენსიურობაზე და სამკურნალო ზონის სიდიდეზე. კონსულტაციის შედეგად ხდება პროცედურების რაოდენობის განსაზღვრა (მინ. 3) სასურველი შედეგის მისაღწევად.
- პროცედურებს შორის ინტერვალი არის ინდივიდუალური, თუმცა ყოველთვის ვცდილობ პირველ 2 შორის 10/14 დღე მაინციყოს გასული, რათა ცოტა სტრესი მივაყენოთ ცხიმოვან ქსოვილს. ხოლო მომდევნო პროცედურებს შორის ინტერვალების ხანგრძლივობას ვზრდი და ამ მიდგომამ უკეთესი შედეგი მაჩვენა პრაქტიკაში.
- პროცედურა კეთდება მიკრო ინექციების სახით, აუცილებლად დასაცავი რეკომენდაციაა ის რომ პირველი 7/10 დღე არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება, გარუჯვა, სასურველია გაიზარდოს ფიზიკური აქტივობა, გაკეთდეს ლიმფოდრენაჟული მასაჟი ლოკალური ან საერთო და პაციენტმა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი.
- პირველი 24 საათი არ არის სასურველი ცხელი შხაპის მიღება.
რამდენ ხანს გრძელდება მიღებული შედეგის შენარჩუნება?
მიღებული შედეგის შენარჩუნების მაგალითებს მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან მოვიყვან, რადგან ვთვლი რომ ესეც არის ინდივიდუალური, არის დამოკიდებული პაციენტის ცხოვრების წესზე, კვებით ჩვევებზე და ასაკზეც აუცილებლად. მქონია შედეგი რომელიც შენარჩუნებულა 2 წლის მანძილზე და ამის საპირისპიროდ იყო შემთხვევა როცა ეფექტი შენარჩუნდა მხოლოდ 8 თვის მანძილზე.
ვინ იკეთებს პროცედურას და რა ასაკიდან არის დასაშვები?
ლიპოლიტიკურ მეზოთერაპიას ვუტარებთ, როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებს. პაციენტი უნდა სრულწლოვანი, პროცედურას ტარდება 18 წლის ზევით რადგან მოზარდის ორგანიზმის მეტაბოლიზმში ლიპოლიტიკით ჩარევა არ არის მიზანშეწონილი უფრო მეტიც ვიტყოდი რომ დაუშვებელია.
ჩემი პირადი გამოცდილებით საქართველოში მკვეთრად შეიცვალა
მამაკაცების დამოკიდებულება თავის მოვლის მიმართ და დღეისათვის ამ კონკრეტულ პროცედურაზე ჩვენთან 40% მამაკაცები და 60% ქალბატონები დადიან, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა თუნდაც 4/5 წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით როდესაც მამაკაცი პაციენტები ერთეულები იყვნენ. მამაკაცები უფრო მეტად იკეთებენ შემდეგ ზონებს: მუცელი და ღაბაბი. ქალბატონები: მუცლისა და წელის არეს, ფეხებს, მკლავებს და სახესაც.
მომიყევით Clavea ReShape-ზე
- რაც შეეხება Clavea ReShape - ეს არის პრემიუმ კლასის მეზო პრეპარატი, პირდაპირი ლიპო ლიტიკი, რომელიც ორიენტირებულია უშუალოდ ცხიმის დაშლაზე, ააქტიურებს ლიმფოდრენაჟს. ეს არის ესპანური ხარისხი, რომელმაც მომცა არაჩვეულებრივი შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ. ყველა პაციენტი აღნიშნავს რომ სხვა ლიპოლიტიკებისგან განსხვავებით პრეპარატი არის ნაკლებად მტკივნეული და მე პირადად მქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტს დაუდგა შედეგი მე-7 დღეს.
- მის აქტიურ ინგრედიენტებში შედის: ფოსფატიდილქოლინი და ნატრიუმის დეოქსიქოლატი რომელიც ანადგურებს ცხიმოვან უჯრედებში ცხიმს, ხელს უწყობს ცხიმის შემცირებას და ზრდის კანის სიმკვრივეს. კარნიტინი ხელს უწყობს ცხიმების წვას და შესაბამისად ცხიმის მასის შემცირებას. ცხენის წაბლას თესლის ექსტრაქტი, რომელიც ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, აძლიერებს მიკროცირკულაციას და კანის სიმტკიცეს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ზრდის მის ელასტიურობას. ფენოქსიეთანოლი და სორბინის მჟავა უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
- აქვე ავღნიშნავ რომ Clavea ReShape გამდიდრებულია ბიოლოგიურად აქტიური მცენარეულიექსტრაქტებით, როგორიცა არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტი, ტროქსერუტინი, Melilotus Officinalis (ძიძო სამედიცინო) ექსტრაქტი, Aesculus Hippocastanum თესლის ექსტრაქტი, სუროს ფოთლის/ღეროს ექსტრაქტი და Camellia Sinensis ფოთლის ექსტრაქტი; ეს უნიკალური ფორმულა აძლიერებს მიკროცირკულაციას, ამკვრივებს კანს.
რა რჩევებს გაგვიზიარებდით ლიპოლიტიკური მეზოთერაპიის პროცედურაზე?
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:
- ლიპოლიტიკი აუცილებლად უნდა გაკეთდეს ცხიმში, თუ არასწორ შრეში გავაკეთებთ ნაცვლად ცხიმოვანი ქსოვილის დესტრუქციისა, შეიძლება გამოვიწვიოთ სხვა ქსოვილის ნეკროზი.
- ანამნეზის შეგროვებისას, თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პათოლოგია ან ფუნქციური დაზიანება, ასეთ შემთხვევაში ლიპოლიტიკის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. რადგან დაშლილი ცხიმი გადამუშავდება ღვიძლის მიერ და ისე გამოიდევნება ორგანიზმიდან. თუ პაციენტს უახლოეს წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და უკვე ჯანმრთელია, უნდა მოხდეს დოზის დაკორექტირება, პრეპარატის მცირე დოზით გაკეთება.
აღწერა
Skinotheque პროდუქტების პრეზენტაცია 2 სექტემბერი, ქუთაისი
Clavea Lumina - კანის სრული გაახალგაზრდავება
სკინოთეკას პროდუქტების პრეზენტაცია 1 აგვისტო, ბათუმი
Clavea Polynucleotides - ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია
Skinothéque-ს პროდუქტების პრეზენტაცია, 2 ივლისი
Clavea BioHair - თმის მეზოთერაპია
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში