მთავარი ბლოგი
15 ოქტომბერი, 2024
Clavea Restore - პრემიუმ ხარისხის ბიო სტიმულატორი
ინტერვიუ ექიმ ოლია ქისიევთან,
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი,
ინექციური მედიცინის სპეციალისტი,
სერთიფიცირებული ტრენერი
- ოლიკო, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ესპანური ბრენდის Clavea პროდუქტზე Restore, ეს არის ბიო სტიმულატორი და მოდი აქედან დავიწყოთ ეს ინტერვიუც: რა არის ბიოსტიმულატორი?
ვინაიდან ესთეტიკურ მედიცინაში დღეს არსებობს უამრავი ინვაზიური ,,ანტი ეიჯ“ პროგრამა, კონკრეტული პროდუქტის დეტალურ განხილვამდე, გავეცნოთ პროცედურას, რომელის მიზანია, გააუმჯობესოს კანის გარეგნული იერსახე და მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი. ბიოსტიმულატორი, სქინბუსტერი, ეს გახლავთ პროდუქტი, რომელიც უნდა მოიცავდეს ნაწილობრივ სტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავას გარკვეული კონცენტრაციის მქონე მოლეკულას, უნდა გააჩნდეს ბიოთავსებადი, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული სტრუქტურა,რათა ორგანიზმში არსებულმა საკუთარმა ჰიალურონიდაზამ არ გამოიწვიოს მისი სწრაფად დაშლა. დაყოვნდეს დერმაში და წარმოქმნას ჰიალურონის მჟავას ე.წ. ,,დეპოები“, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰიდრტაციას და კანის სიგლუვეს ხანგრძლივი ჰერიოდის განმავლობაში. პროლონგირდეს რამოდენიმე თვიდან ერთ წლამდეც კი. ხელს შეუწყობს ფიბრობლასტების მეტაბოლურ აქტივობას და კოლაგენის სტიმულაციას. პრეპარატის შემადგენლობაში, გარდა ჰიალურონის მჟავისა, შეიძლება დამატებით შედიოდეს დამხმარე ნივთიერებები, რომელიც პროდუქტს მიანიჭებს ვისკოზურობას, შეამცირებს ანთებით პროცესებს და შეშუპებას ქსოვილებში, მიანიჭებს ანტიოქსიდანტურ თვისებებს
- როგორ აღწერდი პროდუქტს Clavea Restore?
Clavea Restore ეს გახლავთ ესპანური ბრენდის Clavea-ს წარმოების ინოვაციური, პრემიუმ კლასის ბიოსტიმულატორი, რომელიც მოიცავს კანის გაახალგაზრდავებისა და მოვლის მრავალმხრივ ფუნქციას. განკუთვნილია კანის ღრმა დატენიანებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუჯობესებისათვის. ებრძვის ფოტო და ქრონო დაბერების გამოხატულ ნიშნებს. (ალაგებს წვრილ ნაოჭებს, ხელს უწყობს საშუალო და ღრმა ნაოჭების თვალსაჩინო გასადავებას). პრეპარატში წარმოდენილია ჰიალურონის მჟავა 2%, (დაბალი მოლეკულური წონის 1%, მაღალი მოლეკულური წონის 1% კომბინაციით), რაც უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ანიჭებს ბზინვარებას, სიგლუვეს, ხელს უწყობს კოლაგენის სტიმულაციას, რისი მეშვეობით მცირდება ელასტოზის ხარისხი, კანის ფერი და რელიეფი ხდება ერთგვაროვანი. Clavea Restore ასევე მოიცავს მინერალების კომპლექსს, ნატრიუმის ფოსფატს, ნატრიუმის ქლორიდს, დინატრიუმის სულფატს, რაც აძლიერებს პრეპარატის ესთეტიკურ, სამკურნალო და თერაპიულ თვისებებს.
- Clavea Restore პროცედურის შესახებ მოგვიყევით?
Clavea Restore-ს პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია საკმაოდ ახალგაზრდა ასაკიდან, პროცედურის ჩვენებისა და პაციენტის მოლოდინების გათვალისწინებით. პროცედურა ტარდება სახის, ყელის, დეკოლტის, მხრების, ხელის მტევნების მიდამოში. სასურველი, ხანგრძლივი შედეგის მისაღებად რეკომენდირებულია ორი ან სამი პროცედურა 1 თვიანი ინტერვალით.
პრეპარატი წარმოდგენილია ასევე ინოვაციური და ძალიან საინტერესო შეფუთვით. სამი კარპულა ერთი დგუშით. რაც გათვლილია მხოლოდ ერთ პაციენტზე. ერთი კარპურის მოცულობა გათვალისწინებულია სხეულის ერთი კონკრეტული ზონისათვის. პრეპარატის ინექცია შესაძლებელია ხაზოვანი (რეტროგრადული, ანტეროგრადული), წერტილოვანი, მარაოსებრი ტექნიკით, ან კანულის მეშვეობით. შუა ან ღრმა დემაში.
- Clavea Restore ინექციების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე რას მეტყოდი?
Clavea Restore-ში ისევე, როგორც ევროპული წარმოების სხვა პრეპარატებში, ძალიან მკაცრად კონტროლდება ნარჩენი ცილის და ბაქტერიული ენდოტოქსინების შემცველობა. პრეპარატები არ უნდა იყოს ციტოტოქსიური და არ უნდა იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს. მათში შემავალი კომპონენტებით უნდა იყოს ადამიანის ქსოვილებთან ბიოთავსებადი. პრეპარატის გამოყენებისას ანაფილაქსიური რეაქცია აღწერილი არ არის, თუმცა აღნიშნული არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ პაციენტს შეიძლება არ გამოუვლინდეს რაიმე სახის ადგილობრივი ან სისტემური დაყოვნებული ან დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რაც დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. პაციენტის ანამნეზურ მონაცემებზე, სენსიბილიზირებულ მდგომარეობაზე ან ალერგიულ რეაქციაზე პრეპარატში შემავალ რომელიმე კომპონენტის მიმართ.იმართება შესაბამისი პროტოკოლით.
- რითი გამოარჩევდით Clavea Restore-ს?
სამედიცინო სფეროში მოღვაწე ექიმებისთვის და პირადად ჩემთვის არჩევანს წარმოადგენს პროდუქტი, რომელსაც გააჩნია ხარისხის მაღალი მაჩვენებელი, დამზადებულია შესაბამისი სტანდარტებით, ჩატარებულია სათანადო კლინიკური კვლევები და აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. პრეპარატი, რომლით მკურნალობა მოგცემს ზუსტად იმ შედეგს, რასაც ჰპირდები და რისი მოლოდინიც აქვს პაციენტს. უსაფრთხოება, ხარისხი და ბრწყინვალე შედეგები არის ის, რაც გამოარჩევს Clavea Restore-ს ბაზარზე არსებულ ბევრ სხვა ბიოსტიმულატორს შორის.
- დღევანდელი სტატიისთვის თქვენ ჩაატარეთ Clavea Restore-ით პროცედურა. როგორი იყო შედეგი?
ესთეტიკურ მედიცინაში ინვაზიური პროცედურების შედეგი ძირითადად ფასდება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ პროცედურიდან. Cavea Restore-ს პროცედურა ჩაუტარდა სხვადასხვა მორფოტიპის მქონე რამოდენიმე პაციენტს, სხვადასხვა ასაკით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროცედურის შემდგომ, პოსტინექციური ნაჩხვლეტები, ჰიპერემია, შეშუპება ან რაიმე სხვა ვიზუალური დეფექტი არ ვლინდებოდა, რაც ძალიან დიდ კომფორტს წარმოადგენს დაკავებული და საქმიანი ადამიანებისათვის. პროცედურა პრაქტიკულად არ საჭიროებს გარკვეულ რეაბილიტაციას, რაც შესაძლებელს ხდის ადამიანები დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო რიტმს. პროცედურიდან რამოდენიმე საათში პაციენტებს აღენიშნათ კანის სიგლუვე, ბზინვარება, ნაოჭების გასადავება, კანის ერთგვაროვანი ფერი და სტრუქტურა. ეფექტი ძლიერდებოდა შემდგომ პერიოდში, რაც თვალსაჩინო იყო პაციენტებისთვის.
პაციენტი პროცედურის დასრულებიდან 10 წუთში
- და ბოლოს, რა შემთხვევაში გაუწევდით რეკომენდაციას Clavea Restore-ს
ყველა ექიმის მიზანია პაციენტს შესთავაზოს და ჩაუტაროს მკურნალობის ის კურსი ან პროცედურა, რომელიც მაქსიმალურად იქნება გათვლილი შედეგებზე. შესაბამისად როდესაც არჩევანის წინაშე ვდგებით, პრიორიტეტულია პრეპარატი, რომელიც ღირებულია მისი შემადგენლობით, უსაფრთხოებაზე გათვლილი სტანდარტებით და ხანგრძლივი შედეგებით. ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც მასში შემავალი კომპონენტების მეშვეობით ეფექტურია როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ პაციენტთან. სწორად დაგეგმილი მკურნალობით Clavea Restore არის და იქნება ის ყველაზე ზუსტი მედიკამენტი, რომელიც პაციენტს კანის სტრუქტურას გაუჯანსაღებს, შესძენს ახალგაზრდულ იერს და გაუმართლებს იმ მოლოდინს, რის გამოც მოგვმართა კონკრეტულად ჩვენ.
აღწერა
Skinotheque პროდუქტების პრეზენტაცია 2 სექტემბერი, ქუთაისი
Clavea Lumina - კანის სრული გაახალგაზრდავება
სკინოთეკას პროდუქტების პრეზენტაცია 1 აგვისტო, ბათუმი
Clavea Polynucleotides - ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია
Skinothéque-ს პროდუქტების პრეზენტაცია, 2 ივლისი
Clavea ReShape - ლიპოლიტიკური მეზოთერაპია
Clavea BioHair - თმის მეზოთერაპია
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში