მთავარი ბლოგი
11 დეკემბერი, 2024
Elements System by Laboratori Collagenil
Elements System by Laboratori Collagenil ეს არის 5 სხვადასხვა ტიპის მჟავა ნარევების სპექტრი - პილინგები - რომელიც შექმნილია პროფესიონალური კოსმეტიკური პროცედურების განუყოფელ ნაწილად და განკუთვნილია კანის ყველა საჭიროებისა და ყველა ტიპის კანისთვის.
Elements System არის ქიმიური პილინგების კომბინირებული კოლექცია, რომელიც შეიქმნა ხანგრძლივი კვლევისა და მკაცრი ანალიზის შემდეგ, სფოროში მომუშავე და აღიარებული მეცნიერების მიერ. ეს არის კანის კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული საშუალებები, რომლებიც შედგება საუკეთესო ინგრედიენტებისგან, რომლებიც გადიან საფუძვლიან კლინიკურ ანალიზებს და კვლევებს.
Elements System by Laboratori Collagenil შედგება 5 უნიკალური პილინგისგან, რომელთა მოქმედებაც მიმართულია კანის სხვადასხვა პრობლემის წინააღმდეგ, წარმოებულია იტალიაში და ცალცალკე გაგაცნობთ თითოეულ მათგანს:
ELEMENTS R25 - 2023 წლის Best Seller პილინგი - აღმდგენი
კომბინირებული პილინგი: სახის კანის ერთგვარი განახლება უჯრედული აქტივობის გაძლიერების ხარჯზე, რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი, კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის აღდგენა, ელვარებისა და ამონათების ეფექტი კანზე.
იდეალურია შემდეგ შემთხვევებში: I და II ხარისხის ფოტოდაბერების პრევენციისთვის, ახალგაზრდა კანის ფოტოდაბერების პროფილაქტიკისთვის.
ინგრედიენტები: მანდელის მჟავა, გლიკოლის მჟავა, DMAE (დიმეთილამინოეთანოლი), კრეატინი, კოლაგენი, ელასტინი.
ELEMENTS P35 - გამწმენდი კომპლექსი
გამწმენდი კომპლექსი არის
ამქერცლავ აგენტზე დაფუძნებული პილინგი დაბინძურებული და ცხიმიანი კანისთვის. ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ღრმად ხსნის ფორებს და აშორებს ჭარბ ცხიმს, მათ შორის აკნეს შემთხვევაშიც. ხელს უწყობს არსებული ნაკლოვანებების თანდათანობით შემცირებას და ახდენს მათი ხელახლა გაჩენის პრევენციას.
იდეალურია შემდეგ შემთხვევებში: მკვდარი უჯრედების ეფექტური აღმოფხვრა, ფორების ღრმა წმენდა, ჭარბი ცხიმის მოცილება,ნაოჭების შემცირება და პროფილაქტიკა, აკნეს საწინააღმდეგოდ.
ინგრედიენტები: სალიცილის მჟავა, აზელაინის მჟავა, ლიმონის მჟავა, ლაქტობიონის მჟავა, გლიკოლის მჟავა.
ELEMENTS A25 - 2024 წლის Best Seller პილინგი - ლაქების საწინააღმდგეგო
კომბინირებული პილინგი დეპიგმენტაციური მოქმედებით, სასარგებლოა კანის გაუფერულებისთვის და მოქმედებს ლაქების ხელახლა გაჩენის წინააღმდეგ, თრგუნავს მელანინის აკუმულაციას და კანს ანიჭებს ერთგვაროვნებას. ეს ეფექტური ფორმულა იდეალურია ლოკალიზებული ან დიფუზური მსუბუქი ჰიპერპიგმენტაციის და ფოტოექსპოზიციური ლაქების სამკურნალოდ.
იდეალურია შემდეგ შემთხვევებში: II ხარისხის ფოტოდაბერება, მოქმედებს კანის დისქრომიის წინააღმდეგ, ხელს უშლის მელანინის აკუმულაციას/დაგროვებას, კანის ფერი გაცილებით თანაბარი ხდება.
ინგრედიენტები: კოჯიკის მჟავა, ვაშლის მჟავა, მანდელიუმის მჟავა, გლიკოლის მჟავა, არბუტინი, აზელაინის მჟავა.
ELEMENTS W35 - მათეთრებელი/გამაღიავებელი კომპლექსი
კომბინირებული პილინგი, რომელიც გამოიყენება III ხარისხის ფოტოდაბერების, კანის პიგმენტაციის, ჰიპერპიგმენტაციის, მელაზმის საწინააღმდეგოდ.
მათეთრებელი და ღრმა გამაღიავებელი აქტივობის წყალობით, ის დაუყოვნებლივ აღადგენს კანის ტონს, ათანაბრებს მას და ანიჭებს მბზინავ ელფერს. იდეალურია თანაბარი ელფერის მქონე, მბზინავი კანის მისაღებად.
ინგრედიენტები: აზელაინის მჟავა, კოჯიკის მჟავა, ლიმონის მჟავა, გლიკოლის მჟავა, ლაქტობიონის მჟავა, არბუტინი.
ELEMENTS TC PEEL 2 - ამქერცლავი
ქიმიური პილინგი ტრიქლორძმარმჟავას მაღალი შემცველობით (20%),მოქმედებს ეპ
იდერმისის მთელ შრეზე.იდელურია:
საშუალო და მძიმე აკნეთ გამოწვეული დაზიანების (პაპულები, პუსტულები, კვანძები და ცისტები) და შედეგად წარმოქმნილი ნაწიბურების საწინააღმდეგოდ.
ინგრედიენტები: მანდელის მჟავა, TCA 20%, კოჯიკის მჟავა
ELEMENTS SYSTEM BY LABORATORY COLLAGENIL PROTOCOL
- სრულად გაწმენდილ და დაბანილ კანს ვამუშავებთ კოლაგენილის პრეპილინგის შრატით, რომელიც იდეალურად მოამზადებს მას პილინგისთვის.
- 5 წუთის შემდეგ ხდება პრეპილინგის ჩამობანა და სახის კარგად გამშრალება.
- ვიყენებთ 2-2,5 მლ რაოდენობით, მთელ სახეზე, აუცილებლად მოვერიდოთ თვალების გარშემო უბანს.
- კეთდება 2-3 წუთის განმავლობაში მსუბუქი მასაჟი.
- პილინგის დატოვება სახეზე შესაძლებელია 5-10 წუთის განმვალობაში. თუ ექიმი შეამჩნევს რომ სახის კანი იმაზე მეტად შეწითლდა ვიდრე ეს საჭიროა, ხდება მისი ჩამობანა უფრო ადრე. კოლაგენილის პილინგები არის ძალიან ნაზი და მსუბქი, აქედან გამომდინარე ალერგიული რეაქციებითითქმის არ არის დაფიქსირებული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პაციენტსაღენიშნება ალერგია მის შემადგენელ რომელიმე ინგრედიენტზე.
- პილინგს TC PEEL 2-ვაჩერებთ მხოლოდ 4-7 წუთი და აუცილებლად ყურადღებით ვაკვირდებით. TC PEEL 2 - იწვევს ექსფოლიაციას.
- პილინგის დატანებიდან 5-10 წუთის შემდეგ ხდება მისი ჩამობანა გრილი წყლით.
- ამის შემდეგ აუცილებელია სახის კანზე კოლაგენილის შრატის და კრემის გამოყენება. თუ პაციენტი არ არის ალერგიული, ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ კოლაგენილის C-კომპლექსის შრატი, რომელიც ესევე შეიცავს ჰიალურინს და ანიჭებს სახის კანს სიმტკიცეს და ხასხასა ფერს.
- იმ შეთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია C ვიტამინზე, გამოიყენეთ აუცილებლად RE-PULP-ის შრატი ჰიალურონით.
აღწერა
Clavea Restore - პრემიუმ ხარისხის ბიო სტიმულატორი
Skinotheque პროდუქტების პრეზენტაცია 2 სექტემბერი, ქუთაისი
Clavea Lumina - კანის სრული გაახალგაზრდავება
სკინოთეკას პროდუქტების პრეზენტაცია 1 აგვისტო, ბათუმი
Clavea Polynucleotides - ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია
Skinothéque-ს პროდუქტების პრეზენტაცია, 2 ივლისი
Clavea ReShape - ლიპოლიტიკური მეზოთერაპია
Clavea BioHair - თმის მეზოთერაპია
გამოიწერე
მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში