მთავარი ბლოგი

Geo Bio Revitalizing 60 - ბიორევიტალიზაცია 20 ამინომჟავით

13 იანვარი, 2025

Geo Bio Revitalizing 60 - ბიორევიტალიზაცია 20 ამინომჟავით

ინტერვიუ ექიმ ქეთევან სეხნიაშვილთანimg

 

- დამთავრებული აქვს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი,

- აქვს გავლილი როგორც კლასიკური კოსმეტოლოგის ასევე ინექციონისტის გადამზადების კურსები 

- ამჟამად მუშაობს კლინიკა მიამედში ექიმ-კოსმეტოლოგად.

 

- ქეთი, რა არის ბიო რევიტალიზაცია და როგორ მუშაობს?

თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიაში, ბიორევიტალიზაცია მიღებულია როგორც, კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი საუკეთესო და უსაფრთხო მეთოდი, ქირურგიული ჩარევის გარეშე.

ბიორევიტალიზაციის პროცედურა გულისხმობს უშუალოდ სპეციალისტის მიერ დერმის ზედა და ღრმა შრეების გამდიდრებას ჰიალურონის მჟავით და შესაბამისად ამ პროცედურის მთავარი და ძირითადი განმსაზღვრელი არის ჰიალურონის მჟავა, რომელიც სინთეზური გზით მიიღება.

პირადად ჩემთვის განსაკუთრებით ეფექტური და მისაღები არის სუფთა და მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა.

ბიორევიტალიზაციის მეთოდით კანის გაახალგაზრდავება ნიშნავს ინექციების მეშვეობით მივაწოდოთ პაციენტის კანს დეფიციტური ჰიალურონის მჟავა და ამით გავააქტიუროთ ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავების ბუნებრივი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს, სიჯანსაღესა და ბუნებრივ სილამაზეს.

img

 

- მოდით ავხსნათ რა არის Geo Bio Revitalizing 60?

Geo Bio Revitalizing 60, რომელსაც ექიმები მოვიხსენიებთ როგორც "Geo Bio 60" არის იტალიური წარმოშობის ბიორევიტალიზანტი, რომელიც დაფუძნებულია არაჯვარედინი ჰიალურონის მჟავასა და ამინომჟავების კომპლექსზე.

ჩემთვის პირადად ამ პროდუქტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ პრეპარატი არის არაჯვარედინი ბმით დაკავშირებული ჰიალურონით დამზადებული და გამდიდრებულია 20 ტიპის ამინომჟავით: გლიცინი, პროლინი, ლეიცინი, ლიზინი, ვალინი, ალანინი, არგინინი, ასპარგინი, ტაურინი, სერინი, იზოლეიცინი, გლუტამინის მჟავა, ორნიტინი, ამინობუტირის მჟავა, ფენილალანინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი, ჰისტიდინი, გლუტამინი, მეთიონინი.

მე გამოვყოფდი ამ პრეპარატს მისი შეფუთვის გამოც, 10მლ-იანი ამპულა არის საკმაოდ კომფორტული სამუშაოდ და არ ვარ შეზღუდული რაოდენობაში.

img

- Geo Bio 60 პროცედურები რომ აგვიღწეროთ? და როგორი იყო შედეგი

Geo Bio 60, ისევე როგორც ყველა სხვა ბიორევიტალიზანტი კეთდება დერმაში და პროცედურის მსვლელობის პარალელურადვე ხედავ მის ეფექტურობას: პაციენტის კანი მარტივად იღებს პრეპარატს, არ გვაქვს იმუნური პასუხი, კანი იწყებს პრიალს, ხოლო პროცედურიდან მე-4 დღეს პაციენტი ხედავს და გრძნობს სხვაობას.

მე პირადად ეს პრეპარატი გამოყენებისთვის ავარჩიე შემადგენლობიდან და მოლეკულური წონიდან გამომდინარე და ძირითადად ვიყენებ თხელ, მშრალ ან ძალიან გამომშრალ კანზე. არჩევის მიზეზი იყო ასევე ისიც, რომ ვეძებდი პრეპარატს, რომელიც არ მომცემდა შეშუპებას, არ მომცემდა კანის გაღიზიანების მდგომარეობას პროცედურის კეთების პროცესში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გვაქვს სიწითლე და კაპილარები კანის სიმშრალის პარალელურად. სიმართლე გითხრათ პირველივე გამოყენებიდან გამიმართლა და არა მხოლოდ მე, არამედ პაციენტებიც ძალიან კმაყოფილი არიან შედეგებით.

  Geo Bio 60 არის ძალიან კომფორტული სამუშაოდ, როგორც ცალკეულად ბიორევიტალიზაციის პროცედურისას, ასევე პლაზმოთერაპიის შემდგომ გამოყენებისთვისაც, არ იძლევა არც შეშუპებას, არც წამოწითლების მდგომარეობას, ალერგიას, მათ შორის მგრძნობიარე კანთან მუშაობისასაც.

შედეგების თვალსაზრისით გამოვყოფ კიდევ ერთ დეტალს, Geo Bio 60 შეგვიძლია ასევე იდეალურად გამოვიყენოთ კანის სიჭრელის დროს, კანის ერთ ფერში მოყვანისა და ტონის გათანაბრების მიზნით, ლაქებს ბუნებრივია ვერ მოერევა მაგრამ, კანის ერთგვაროვნებას და გამოცოცხლებას ნამდვილად უზრუნველყოფს.

რაც შეეხება შედეგებს, უკვე ვახსენე Geo Bio 60 მე პირადად გამომიყენებია როგორც ცალკეულად ასევე პლაზმასთან ერთად და ორივე შემთხვევაში მაქვს საოცარი შედეგები: ღრმა დატენიანება, ლიფტინგი, კანის ელფერის ერთგვაროვნება, ჯანსაღი სიპრიალე.

 და არ დაგვავიწყდეს რომ Geo Bio 60-ს აქვს 20 ტიპის ამინომჟავა, რომლებც აქტიურად მუშაობენ უჯრედგარე მატრიქსის რეგენერაციაზე, რაც დამატებითი ბენეფიტია ბიორევიტალიზაციის პროცედურისთვის.

img

 

- მოდით ვისაუბროთ Geo Bio 60-ის ინექციების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.

Geo Bio 60 არის სრულიად უსაფრთხო პროდუქტი, პირველ რიგში ვიტყოდი წარმომავლობის გამო, რადგან ევროპული წარმოშობის პრეპარატია, წარმოებულია იტალიაში, მილანში და შესაბამისად შემადგენლობისა და უსაფრთხოების სტანდარტები დაცულია.

 ასევე დავამატებდი საკუთარ გამოცდილებიდან, რადგან უკვე რამდენიმე თვეა ამ პრეპარატით ვმუშაობ და გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ პროდუქტს არ აქვს ჰიალურონის მჟავის ჯვარედინი ბმა (crosslink), რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, კანის მიერ მარტივად მუშავდება და შესაბამისად უსაფრთხოების კუთხით არის გამორჩეული, ასევე არ აქვს იმუნური პასუხი და გამოიყენება ნებისმიერ ასაკში.

პროდუქტის ეფექტურობას ვხედავთ ძალიან მოკლე ვადაში მეც და პაციენტებიც, კანი ადვილად ამუშავებს პრეპარატს და შედეგი დგება ძალიან მალე. 

ეფექტურობის კუთხით, შედეგს პაციენტი ხედავს ერთი პროცედურის შემდეგაც, თუმცა ჩვენი მიზანი ყოველთვის არის, დავითანხმოთ სრულ თერაპიულ კურსზე, მისი კანის საჭიროებებიდან გამომდინარე და Geo Bio 60-ის შემთხვევაში ვიბარებთ 3 პროცედურაზე.

img

 

- რითი გამოარჩევდით Geo Bio 60-ს?

პირველ რიგში კონსისტენციით, ძალიან დახვეწილი პრეპარატია, ასევე კომფორტულობით და მოქნილობით. პროცედურის ეფექტურობა ჩანს კეთების პროცესშივე.

  Geo Bio 60 ჩემთვის პირადად, ის იშვიათი ბიორევიტალიზანტია პირველ რიგში შემადგენლობით, რომელიც შემიძლია გამოვიყენო სიწითლისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში, ისე რომ არ გავაღიზიანო კაპილარები და არ გამოვიწვიო შეშუპება.

 კანის ღრმა დატენიანება, სიმკვრივე და ხარისხის გაუმჯობესება, უჯრედგარე მატრიქსის რეგენერაცია - ეს ის ბენეფიტებია, რომელსაც მაძლევს ეს ერთი პროდუქტი.

img

img

 

- რა შემთხვევაში გაუწევთ რეკომენდაციას Geo Bio Revitalizing 60-ს?

 img რაც შეეხება რეკომენდაციას, დავიწყოთ იქედან რომ ეს პრეპარატი უკვე არაერთხელ გამომიყენებია მე თვითონ და შედეგებიც მაქვს ნანახი, გამომდინარე აქედან Geo Bio 60-ის რეკომენდაციებს უკვე გავცემ ჩემს კოლეგებზე და საბედნიეროდ ისინიც, მას შემეგ რაც თავად გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქტს, ადასტურებენ ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციის სისწორეს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ პრეპარატის ხარისხსა და კომფორტულობაზე. 

მეორეს მხრივ არიან ჩვენი პაციენტები:

- პაციენტის შემთხვევაში რეკომენდაციებს გავცემ  განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი გვაქვს გამოხატული სიმშრალე, წვრილი ნაოჭები, ტონუსის დაკარგვა და სიწითლე ასაკის მიუხედავად. 

ან თუ პაციენტს თავად სურს ბიორევიტალიზაციის გაკეთება და თანაც მყისიერი შედეგის დანახვა, მათ შორის ყელზეც და ასეთი პაციენტი ყველას ბევრი გვყავს. ასეთ შემთხვევაში ვთავაზობ Geo Bio Revitalizing 60-ის პროცედურას ან კურსს. 

 

 

გამოიწერე

მოგესალმებით SKINOTHÉQUE-ში

გამოიწერე სიახლეები

ელ.ფოსტა

გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველი

აღარ მაჩვენო